სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პრეისტორიული საქართველოს ისტორია და ხელოვნება“- თელავის N5 სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
01-12-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა ლია ალადაშვილმა და ხელოვნების პედაგოგმა ია ჩაველაშვილმა, X კლასის მოსწავლეებთან ერთად, პროექტი - „პრეისტორიული საქართველოს ისტორია და ხელოვნება“ განახორციელეს.

პროექტის პრეზენტაცია თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პრეისტორიული ხანის ადამიანების მიერ შექმნილ იარაღებზე, საქმიანობაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე, მათ რწმენა- წარმოდგენებზე. გარდა ამისა, ვიდეო რგოლების საშუალებით, დმანისის აღმოჩენები და უძველესი ადამიანების ყოფა-ცხოვრება წარმოაჩინეს. 

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა ბავშვების ხელით ხის მასალისგან დამზადებულმა უძველესი სამარხების იმიტაციებმა და ნახატებმა, რომლებიც შექმნეს ეროვნულ მუზეუმში ნანახი არტეფაქტების ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება