სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა თემის - „ფოთოლი“ შესწავლისას დაკვირვების მეთოდი გამოიყენეს
01-12-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ, რითაც მოსწავლეებს კიდევ უფრო აინტერესებენ. 

„ანაბასისის“ წამყვანი პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვან მეთოდებს იყენებს. მან მე-3ა კლასში თემის - „ფოთოლი“ შესწავლისას დაკვირვების მეთოდი გამოიყენა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობის განხორციელების დროს, მოსწავლეებს წინასწარ განემარტათ დაკვირვების მიზანი - პრაქტიკულად ამოეცნოთ და თეორიულ მასალაზე დაყრდნობით ესაუბრათ მარტივი და რთული ფოთლის გარეგნულ მახასიათებლებზე. მიცათ მკაფიო ინსტრუქციები, დაეცვათ უსაფრთხოების წესები, სკოლის ეზოში შეეგროვებინათ მარტივი და რთული ფოთლის ნიმუშები, დაკვირვებოდნენ, აღეწერათ ისინი და შედეგები გაეცნოთ თანატოლებისათვის. 

„ბუნებისმეტყველების შესწავლით მოსწავლე დგამს პირველ ნაბიჯებს გარემომცველი სამყაროს შეცნობისაკენ, უყალიბდება გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა, ეუფლება ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესებს.
დაკვირვება ბუნებისმეტყველების შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. დაკვირვების მეთოდს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დაწყებით კლასებში. ბუნებაზე უშუალო დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად მოსწავლეებს უყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე კონკრეტული წარმოდგენა.
განხორციელებულმა აქტივობამ გარემომცველი გარემოს შესწავლის მიმათ მოსწავლეთა ინტერესი გააღრმავა და ბუნებისმეტყველებაში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მისცა. მოსწავლეებს განუვითარდათ: დაკვირვების უნარი, მეხსიერება, კონცენტრაცია, პასუხისმგებლობა, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, ინიციატივა და დამოუკიდებლობა. წარმატებები მათ, პედაგოგთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება