სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ მასწავლებლებს, მხოლოდ ხელფასს კი არ გავუზრდით, თავადაც გავზრდით, ბავშვები ეზიარებიან სწორ განათლებას და პრობლემას არსებითად მოვაგვარებთ“
30-11-2022
-
+


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც იარაღის ტარების გამკაცრებისკენაა მიმართული და ბუნებრივია, ის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ეხება.

საკითხის განხილვისას, დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა  მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სწორედ ამი შემდეგ გახდება ეფექტური  ყველა რეგულაცია:

„იარაღის ტარება... ეს პრობლემა უკავშირდება უპირველესად აზროვნებას, ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების აზროვნების პრობლემაა, რაც მიდის განათლებასთან; ხვალ აქ განათლების მინისტრი იქნება, უმთავრესი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ოჯახებში, მაგრამ არის სკოლაშიც!

ჩვენ ყველას გაგვივლია სკოლა და კარგად გვახსოვს, სად, რა სახის მენტალიტეტი „მეფობდა“, ამიტომ ჩემი დაკვირვებით, კანონში რა ცვლილებებიც უნდა შევიტანოთ, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ მანამ, სანამ არ იქნება პრიორიტეტული განათლება, რომლის სწორად დაგეგმვითა და განხორციელებით შესაძლებელია თანამედროვე, სწორი აზროვნების ჩამოყალიბება ახალ თაობაში.

ჩემი უფლება რომ იყოს, გაძლიერებულად ვასწავლიდი დუმბაძის მოთხრობას „ჰელადოსს“, სადაც ჩანს განსხვავებული მენტალობა, მაგრამ სინამდვილეში საპირისპიროა... რაც უფრო მეტი მოსწავლე წაიკითხავს ამ მოთხრობას, სწორად ეზიარება განათლებას, ეყოლება კარგი მასწავლებელი, რომელსაც მხოლოდ ხელფასი კი არ უნდა გავუზარდოთ, არამედ მასწავლებელიც უნდა გავზარდოთ... ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ პრობლემის არსებითად მოგვარებას და ბევრი უბედურების თავიდან აცილებას. საკანონმდებლო ნორმები ამ მხრივ ეფექტურია, მაგრამ არა ბოლომდე და არა სათანადოდ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება