სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სოფელ გორელოვკაში იმყოფებოდნენ
29-11-2022
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. 

პროექტი - „საქართველოში გავრცელებული რელიგიები“ მე-6 კლასში, ისტორიის მასწავლებელ კარინე ჩოგანდარიანის ხელმძღვანელობით, იმართება. 

მის ფარგლებში, მოსწავლეები პირველ გასვლით ექსკურსიაზე სოფელ გორელოვკაში იმყოფებოდნენ, ისინი დოხობურების რელიგიასა და ყოფა-ცხოვრებას გაეცნან, ეწვივნენ ადგილს, სადაც დოხობურები თავიანთ რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. 

მონაწილეებმა გზად სოფელ სათხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიარეს, რომლის ფუძემდებელი მწერალი ალბერტ ისოიანია. მოსწავლეები მწერალს ესაუბრნენ და მუზეუმის დაარსების ისტორიასა და იქ დაცულ ნივთებს გაეცნენ. 

ორგანიზაციულ საკითხებში მოსწავლეებსა და პედაგოგს სკოლის ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი არმენუი პოდოსიანი ეხმარებათ.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციების ჩატარება და გასვლითი ექსკურსიები საქართველოს რელიგურ ცენტრებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება