სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ქართული ენის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს
17-04-2018
-
+


გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მხატვრულ-შემოქმედებითი ღონისძიება -  „ო, ენავ ჩემო“ მიუძღვნეს.

ღონისძიებაში V, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ორ ნაწილად გაიყო - I ნაწილი ჩატარდა სკოლის მცირე დარბაზში, II ნაწილი კი - სკოლის ეზოში არსებულ დედა ენის ბაღში.  

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი კათედრის გამგე თამილა ძნელაძე ხელმძღვანელობდა, მხატვრულად კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ბერძენიშვილმა გააფორმა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

„მოსწავლეებმა მშობლიური ენის სახელოვან წარსულზე ისაუბრეს, ქართული ენის შესახებ ქართველ მწერალთა რომანებიდან და მოთხრობებიდან (კ. გამსახურდია - „მთვარის მოტაცება“, „დიონისოს ღიმილი“) ნაწყვეტები წარმოთქვეს. საუკეთესო დეკლამატორებმა მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, მურმან ლებანიძის და ირაკლი აბაშიძის ლექსები წაიკითხეს. სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის შესახებ უცხოელ მწერალთა და მკვლევართა შეხედულებები გააცნეს, მოსწავლეებმა ისაუბრეს ენის განვითარების თანამედროვე პერსპექტივებზე და წარმოაჩინეს ქართული ენის როლი მსოფლიო კულტურულ ასპარეზზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ენის ისტორიის ამსახველი სლაიდ-შოუ.

მოსწავლეებმა ასევე მშობლიურ ენაზე, საქართველოს ბუნების მშვენიერებასა და სამშობლოს სიყვარულზე დაწერილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება