სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას და აფასებს მათ ცოდნას“ - „გორის ეტალონი მოსწავლე“ ცნობილია
30-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

25 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ზაზა აბისომაშვილმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.


გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო ბერიანიძე:

პროექტი „ეტალონი“ წლების განმავლობაში ტარდება და გორის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი ხანია პროექტი მიმდინარეობს, ის მოსწავლეებში აქტუალობას არ კარგავს. ამასთან, გეტყვით, რომ ჩემპიონატი ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენას როგორც საგნობრივი, ისე ზოგადი განათლების კუთხით.

ძალიან მიხარია რომ შესარჩევ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის 60 სკოლიდან 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ფინალში პირველ, მეორე და მესამე ადგილი გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. გეტყვით იმასაც, რომ გორის მერია ყოველთვის უჭერდა მხარს და მომავალშიც გააგრძელებს პროექტის ხელშეწყობას. 

გორის N12 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ლომიძე:

მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ პროექტში ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს იგი უწყობს ინტელექტის დონის ამაღლებას, ამასთანავე არაფორმალური განათლების კუთხით დიდი ადგილი უჭირავს ახალგაზრდებში და პოპულარობითაც სარგებლობს. რაც შეეხება უშუალოდ ზაზა აბისონაშვილს, ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა, რომელსაც შინაგანი ინტელექტი გააჩნია და მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე, ამიტომ ნამდვილად არ გამკვირვებია რომ „გორის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. 

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი:

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დიდი როლი აქვს მოსწავლეთა არაფორმალური განათლების განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ მოსწავლეებს მსგავს აქტივობებში. რაც შეეხება „ეტალონს“,  ეს არის პროექტი, რომელიც მოსწონთ მოსწავლეებს და აქტიურად ერთვებიან მასში.

„გორის ეტალონი მოსწავლე“ ზაზა აბისონაშვილი:

პირველად მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა. ძალიან მომეწონა, რომ კითხვები არ იყო ერთი კონკრეტული საგნიდან ან მიმართულებიდან, საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანი შეკითხვები მოდიოდა და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება გამარჯვებას, ნამდვილად მოულოდნელი იყო, მინდოდა რომ საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა, ამ მიზნით მივიღე მონაწილეობა და ძალიან გამიხარდა, რომ გავიმარჯვე.

გორის N12 საჯარო სკოლის  „ეტალონის პედაგოგი“ ხათუნა გვრიტიშვილი:

პროექტს დადებითად შევაფასებ, ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის მასში მონაწილეობის მიღება. იგი ამაღლებს მათ მოტივაციას და აფასებს ცოდნას. სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ვარ და ამიტომ აქტიურად ვარ ჩართული ყველა იმ პროექტში რომელშიც სკოლა მონაწილეობს და მინდა გითხრათ, რომ ზაზა ძალიან ჭკვიანი აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეა. ყოველთვის ცდილობს საგანმანათლებლო ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მიღებას და მისი გამარჯვება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.



ასევე იხილეთ:

2022 წლის „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - გორი

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება