სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუზეუმები და ხელოვნება“- თელავის N5 საჯარო სკოლაში საერთაშორისო სასწავლო-შემეცნებითი პროექტი განხორციელდა 
27-11-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ია კოკოშაშვილმა და ხელოვნების მასწავლებელმა ია ჩაველაშვილმა X კლასში საერთაშორისო სასკოლო-სასწავლო-შემეცნებითი პროექტი - „მუზეუმები და ხელოვნება“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები და მოსწავლეები თელავის ამერიკულ კუთხეს ეწვივნენ და ნახეს სხვადასხვა სახის ვიდეოები მსოფლიოში არსებული მუზეუმების და მათში დაცული ხელოვნების ნიმუშებისა და ექსპონატების შესახებ. გაიგს ინფორმაცია შემდეგ თემებსა და მუზეუმებზე: The Museum of Modern Art in New York (MoMa), Guggenheim Museum-Bilbao, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, Uffizi Gallery in Florence, Louvre Museum, Musee d’Orsay in Paris, საქართველოს ეროვნული მუზუემი, Smithsonian Art Museum in Washington D.C., Old Theater in London, Museum of bad art, Peek and Poke-Rijeka, Science museum in London, Museum of Cairo, 10 strangest museums in the world, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი.

გარდა ამისა, მე-10 კლასში ია კოკოშაშვილმა და ია ჩაველაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-მუზეუმები და ხელოვნება. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, გაეაზრებინათ და ემსჯელათ მსოფლიოში არსებული სხვადასხვა მუზეუმის როლის, დანიშნულებისა და მათი საშუალებით (მუზეუმებში არსებული სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები) ადამიანებზე დემოკრატიული ღირებულებების, ფასეულობების შენარჩუნება/გადაცემის შესახებ.

ძირითადი მიმართულება იყო კულტურათა დიალოგი. წარიმართა ინტერაქტიული ინტეგრირებული გაკვეთილი, სადაც გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის აქტივობები- მინი ლექცია, ინტერაქტიული კითხვა-პასუხი, დისკუსია, 3,2,1; . მასწავლებლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს სხვადასხვა ვიდეოები: Tate Modern in London, V &A Musuem in London, National Gallery in London, ფიროსმანის და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში, ვან გოგის ნამუშევრების ექსპოზიცია, The amercian museum of Natural history, Smithsonian American Art museum, Prado museum in Spain.

საშინაო სამუშაოდ მოსწავლეებს მიეცათ დავალება, აერჩიათ რომელიმე არტეფაქტი, ხელოვნების ნიმუში, ან ნახატი-რომელმაც მათზე შთაბეჭდილება მოახდინა და წარმოედგინათ პრეზენტაცია, ან დაეხატათ ნახატი და ესაუბრათ მათზე.

პროექტის ფარგლებში, თელავის ამერიკულ კუთხეში, მე-10 კლასის მოსწავლეები ინგლისურის მასწავლებელთან და ხელოვნების მასწავლებელთან ერთად, წინასწარი შეთანხმების და დაგეგმვის საფუძველზე, დაესწრნენ ამერიკის კუთხეში ვირტუალურ შეხვედრას სმიტსონიანის ამერიკული ხელოვნების მუზეუმთან. შეხვედრას წარმართავდა მუზეუმის სპიკერი დონა ფოულერი.

შეხვედრის აუდიტორიას წარმოადგენდნენ: სტუდენტები სამხატვრო აკადემიიდან, ლექტორები, სტუდენტები სხვა კოლეჯებიდან, დაინტერესებული ხელოვნებით და სმიტსონიანის ინსტიტუტიდან. მოსწავლეები უმაღლესი სკოლებიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ამერიკული კუთხის წარმომადგენლობები სხვადასხვა რეგიონებიდან. შეხვედრის თემატიკა იყო ამერიკული დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება, ასახული ხელოვნებაში. როგორ აისახება ამერიკელი მხატვრების შეხედულება  შეერთებული შტატების ძალისხმევის შესახებ შეკრული ეროვნული იდენტობის და საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, სადაც გათვალისწინებულია და  პატივს სცემენ საზოგადოების მრავაფეროვნებას და  განსხვავებებს? ეს იყო ინტერაქტიული სესია, სადაც ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული, შეეძლოთ დაესვათ კითხვები, გამოეხატათ მოსაზრებები და იდეები.

პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საინტერესო არტეფაქტების შესახებ და მათი ნამუშევრები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება