სიახლეები
ეტალონი

მერიის გადაწყვეტილებით, „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას მიიღებს
21-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული რატევანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ირაკლი ერაძემ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი:

მთელი გულით ვულოცავ „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ ირაკლი ერაძეს გამარჯვებას. ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ პროექტის მიმართ, რომელიც ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას უწყობს ხელს, მოტივაციას უმაღლებს მათ, რაც შესაბამისად, სწავლის ხარისხის ზრდას განაპირობებს. განათლებული და ინტელექტუალური ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უპირობო გარანტიაა. „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“, მერიის გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში დაენიშნება ყოველთვიური 100-ლარიანი
სტიპენდია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი:

„ეტალონი“ არის საუკუნის პროექტი - მე ასე შევაფასებდი. ეს პროექტი მოსწავლეებს აძლევს ცოდნის წარმოჩენისა და მისი შეფასების საშუალებას. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში ჩართულნი არიან არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეები და ხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონის“ პროექტში  და ეს მათთვის დიდი სტიმულია. 

ჩვენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად ვართ ჩართულნი ამ პროექტში და ყოველთვის ხელს ვუწყობთ და მომავალშიც „ეტალონის“ მხარდამჭერები ვიქნებით. რადგან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში და ინტეგრირდნენ ქართულენოვან მოსწავლეებთან ეს პროექტი კი სწორედ ამის პირობაა. 

ძალიან დიდი მადლობა პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც თავისი კრეატიული იდეებით, ყოველთვის ზრუნავს, მოსწავლეთა განვითარებაზე და დიდი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის განათლებაში. დამეთანხმებით, რაც უფრო მცოდნე ახალგაზრდები გვეყოლება მით უფრო წარმატებული იქნება ქვეყანაც. თავის მხრივ უნდა აღვნიშნო რომ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მოსწავლეებს ვასწავლოთ და განვუმტიცოთ ქართული ენის ცოდნა და ამ მიზნით არაერთი პროექტს ვატარებთ, რომელში მონაწილეობასაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა იღებს და დღეს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდა თაობამ ძალიან კარგად იცის ქართული და ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის. ხელი შევუწყოთ მათ, ამ ყველაფერში.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იამზე სვანიძე:

„ეტალონი“ არის ძალიან ცნობილი პროექტი, რომელში მონაწილეობაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ძალიან უხარით ამ ინლექტექტუალურ ჩემპიონატში მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი პროექტი ხელს უწყობს მზარდების ინტექლექტუალურ განათლებას, თვალსაწიერის გაფართოებას და უნარების წარმოჩენას.

ყოველ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სულ უფრო მეტი მონდომებით ერთვებიან პროექტში და სულ უფრო მეტი მოსწავლე იღებს „ეტალონში მონაწილეობას“

წელს მისასალმებელია, რომ მერვე კლასელი გახდა „ბოლისის ეტალონი მოსწავლე“. უნდა გითხრათ რომ  შედგები და დონე ყოვლწლიურად უმჯობესდება რაც ძალიან გვახარებს. რა თქმა უნდა რესურსცენტრი ყოველთვის მიესალმება მოსწავლეების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობას და არაფრორმალური განათლების მიმართულებით მათ აქტიურ ჩართლობას.

რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი:

ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ეს პროექტი, რადგან „ეტალონი“ არაჩვეულებრივ შანსს აძლევს მოსწავლეებს წარმოაჩინონ თავიანთი უნარ-ჩვევები, მოიპოვონ წარმატება და აღიარება. 

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი რომ ირაკლი გაიმარჯვებდა რადგან მერვე კლასელია და უფრო მეტად ვფიქრობდი ჩვენ სხვა მოსწავლე - სერგო ლომიძეზე, რომელიც მე-11 კლასშია, თუმცა ირაკლი არაჩვეულებრივი ბიჭია თავის ასაკობრივ ჯგუფში. ძალიან მცოდნე და ძალიან მოხერხებული, მარტივად შეუძლია მისთვის უცხო და უჩვეულო გარემოში ადაპტაცია, ცოდნის გამოვლენაც და მისი ტრანსფერირება.

ჩემპიონატის შემდგომ ირაკლისთან განვიხილავდი კითხვებს და როგორც მითხრა, იყო ისეთი საკითხები, რომელიც ნასწავლი არ ჰქონდა ჯერ, თუმცა გამორიცხვის მეთოდით შეძლო სწორი პასუხების გაცემა. როგორც გითხარით ძალიან მოხერხებული მოსწავლეა და შეუძლია ლოგიკური აზროვნებით სწორ დასკვნამდე მისვლა. ძალიან გვიხარია და ვამაყობთ ამ წარმატებით და იმედი გვაქვს, კიდევ არაერთხელ მოგვცემს ირაკლი ამ სიამაყის განცდის საშუალებას.

რატევანის საჯარო სკოლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ ირაკლი ერაძე: 

ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ეს გამარჯვება მოულოდნელად სასიხარულო იყო. ინტერესით ველოდები ფინალს, როგორც ვიცი დეკემბერში უნდა იყოს და იმედი მაქვს, შევძლებ ჩემი სკოლა კიდევ ერთელ ვასახელო. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირების კითხვებს, ზოგადი კითხვები იყო, ძირითადად განვლილი და მიმდინარე მასალა იყო. ვფიქრობ, რომ თუ კარგად სწავლობ აუცილებლად მიიღებ სასურველ შედეგს და წარმატებასაც მიაღწევ.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ბოლნისი

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები, გამოცოცხლდნენ, გახალისდნენ“- ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონკურსის I ეტაპი გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება