სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
16-11-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ღონისძიებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე იყო. სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრებმა - ერეკლე გედენიძემ, მზია მუკბანიანმა და თეკლა აფხაძემ სააქტო დარბაზში პრეზენტაციები წარადგინეს, რომლებიც დიაბეტის გავრცელების ისტორიას, ნიშნებსა და სიმბტომებს, თანმდევ დაავადებებს და დიაბეტთან ერთად ცხოვრების განსხვავებულ რიტმს ეხებოდა.

გარდა ამისა, სხვადასვა კლასის მოსწავლეებმა თემატური პოსტერები მოამზადეს.

დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოსწავლის მშობელი და ექიმი ირმა თუთბერიძე მიიწვიეს. ის მოსწავლებს ამ დღის შესახებ ესაუბრა და სიმბოლურად შაქრის ანალიზი ჩაუტარა. 

შეხვედრას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, ბიოლოგიის მასწავლებელი დარეჯან ჯიშკარიანი და ასევე სხვადასხა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„14 ნოემბერი დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს დღე არის მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი კაცობრიობისთვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.
დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აერთიანებს მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება