| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, უფროსკლასელებმა სოფელ წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი მოაწყეს.
გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ყურადღება გაემახვილებინათ საქართველოს ისტორიის იმ უძველეს და საკმაოდ ვრცელ პერიოდზე, რომლის ორგანულ ნაწილსაც წარმოადგენდა მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობაზე, წარმოადგინეს ნაწყვეტები მისი პუბლიცისტიკიდან, განიხილეს მწერლის მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელიც მუდმივად უტრიალებდა ჩვენი ქვეყნისთვის იმ საჭირბოროტო საკითხებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე.
მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები აღფრთოვანებულები და კმაყოფილები დაუბრუნდნენ მშობლიური სკოლის კედლებს.
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები, დირექტორ თამრიკო ფიჩხულაშვლის ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს
„ღია წვდომა დავალებებზე გაცილებით უფრო ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს“...
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა