სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარს მისი კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით ესტუმრნენ
16-11-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტზე - „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და დაცვა“ მუშაობენ. 

5 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში, სკოლის მეათეკლასელებმა შეარჩიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი და მოაწყვეს ექსკურსია ტაძრის კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის ხელმძღვანელი ირინა სოსელია გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მამაოსგან ტაძრის ისტორიის შესახებ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან-დარეჯანი.

მოსწავლეებმა შექმნეს ტაძრის ესკიზები, გადაიღეს ფოტოები.

ასევე, ისინი სტუმრობდნენ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს. მათ დაათვალიერეს პოეტის ექსპონირებული მემორიალური ნივთები, მისი ხელნაწერები, ფოტომასალები, ირაკლი თოიძის, ლადო  გუდიაშვილისა და სხვათა ნამუშევრები.

მეათეკლასელებმა გიდისგან მიიღეს ვრცელი ინფორმაცია გრანელის ბიოგრაფიულ მონაცემებზე და შემოქმედებაზე. დასასრულს წაიკითხეს ტერენტი გრანელის ლექსები.

მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ინფორმაციით, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

„იყო ემოციებით დატვირთული დღე“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება