სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაცია ყოველთვის ღიმილით, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით იწყება“- თეა გაგუა, საჯიჯაოს N2 სკოლის მასწავლებელი
07-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა გაგუა გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „გამარჯვებული ის მეოცნებეა, რომელიც არასდროს ნებდება“

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემთვის პედაგოგის პროფესია მთელი ცხოვრებაა. ერთ-ერთი ახდენილი ოცნება რომელიც ცხოვრებაში მქონია. მით უმეტეს, როცა პროფესია გიყვარს და  ყოველდღე სიამოვნებას განიჭებს საგაკვეთილო პროცესი.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ყველაზე ეფექტური კომუნიკაცია ყოველთვის ღიმილით, ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით იწყება.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- თუნდაც წაიქცე, იხოხე! ოღონდ არ შეჩერდე !!!

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია

- როდესაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლე ერთ სივრცეშია.

- მოტივაციას მაძლევს...

- ყოველ დილით მოსწავლეების ღიმილი, ჩახუტება და სიყვარულის გამოხატვა.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- კმაყოფილ, ბედნიერ და თვალებგაბრწყინებულ მოსწავლეებს ვხედავ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება