| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგის თამარ გორგაძის საყვარელი ფრაზაა - რთული არ ნიშნავს შეუძლებელს. მართლაც, ის შესაძლო სირთულეებს გამოწვევად იღებს და მოწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზუნავს. პედაგოგმა ჩვენს ბლიც-კითხვებს უპასუხა, რისი საშუალებითაც, მასზე მეტი ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.
- თქვენი საყვარელი ფრაზა..
- რთული არ ნიშნავს შეუძლებელს.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- იყო მასწავლებელი ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამასთანავე პედაგოგობა განვითარების უწყვეტ პროცესსაც გულისხმობს. პედაგოგს შეუძლია ყოველდღე იყოს ბედნიერი, თავისი მოსწავლეების წარმატებებით.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- შექება- მოტივაციისთვის, მეგობრული გარემო, ბავშვის პასუხისმგებლობის გაზრდა.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- „იყავი, მხიარული და რაც მთავარია, არ იყო ყალბი. ბავშვები გრძნობენ ნამდვილ ადამიანებს”.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- სირთულეს ვერ ვიხსენებ, მთავარია გულით მიუდგე საქმეს და („რთული არ ნიშნავს შეუძლებელს”.) ყველაფერს მარტივად გააკეთებ.
- მოტივაციას მაძლევს...
- პირველ რიგში, ჩემი მოსწავლეები, შემდეგ სიყვარული ჩემი პროფესიის მიმართ.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- არის მშვიდი და მობილიზებული გარემო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას