სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს მენტორობის მსურველის პორტფოლიო? - მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციები
19-11-2022
-
+


მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების მონახაზი უკვე ცნობილია. მართალია, ჯერ დოკუმენტის საბოლოო ვერსია არ შემუშავებულა, თუმცა სამინისტრომ სტატუსის ამაღლებისთვის სავალდებულო საფეხურები მასწავლებლებს უკვე წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, გაუქმდა გარე დაკვირვება, თუმცა მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პროფესიულ საქაღალდეს, რომელიც პედაგოგმა სავალდებულო მასალებით უნდა შეავსოს.

პედაგოგთა მოსაზრებები გაიყო. მასწავლებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ბუნდოვანია, ნაწილი სიახლეს ისევ გარე დაკვირვების გავლას ამჯობინებს, ნაწილი კი მიღებული ინფორმაციით კმაყოფილია.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს   შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით:

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  • სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
  • განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
  • საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებიდან გამომდინარე რა კომპეტენციას უნდა ფლობდნენ მენტორობის მსურველები და რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს მათი პორტფოლიო?

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა - კომპეტენცია:

შეუძლია გრძელვადიანი სასწავლო მიზნების შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა/განვითარება და გაზიარება.

პროფესიულ საქაღალდეში შესატანი მტკიცებულებები:

  • მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა;  
  • საგნობრივი კურიკულუმის/მისი რომელიმე ნაწილის განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა (კომპლექსური დავალება, თემატური მატრიცა).
  • გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მისაღწევად შექმნილი  სასწავლო რესურსები.  რესურსების გამოყენების და გაზიარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სკოლისა განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება - კომპეტენცია:

შეუძლია გლობალური პროექტების, სხვადასხვა საერთაშორისო თუ უცხოური ორგანიზაციის გამოცდილების ინტეგრირება სასკოლო ცხოვრებაში სკოლის/თემის/რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

პროფესიულ საქაღალდეში შესატანი მტკიცებულებები:

  • სკოლის თემის საჭიროებებზე ორიენტირებული სასკოლო პროექტის განხორციელების დამადასტურებელი მასალა;
  • პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლისა ამსახველი მასალა; მასზე (პრაქტიკის შესწავლაზე) დაფუძნებით, კურიკულუმის განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა.
  • საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება - კომპეტენცია:

  • იცნობს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს. არსებულ ცოდნას ნერგავს სკოლის დონეზე და მიღებულ გამოცდილებას აზიარებს რეგიონული/ეროვნული მასშტაბით.

პროფესიულ საქაღალდეში შესატანი მტკიცებულებები:

ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეებისა და პროფესიული ლიტერატურის  გაცნობისა და ინოვაციების დანერგვის/განხორციელების დამადასტურებელი მასალა.

საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა - კომპეტენცია:

სკოლის სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეუძლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზების იდენტიფიცირება რეგიონში არსებული რესურსის გამოყენებით.

პროფესიულ საქაღალდეში შესატანი მტკიცებულებები:

  • სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობით განხორციელებული პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლის ამსახველი მასალები;
  • პედაგოგიკური პრაქტიკის შესწავლისა ამსახველი მასალა; მასზე (პრაქტიკის შესწავლაზე) დაფუძნებით, კურიკულუმის განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა.
სამინისტრომ პედაგოგებს მიმართა, გაეცნონ დოკუმენტს და ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება წარადგინონ. უწყება მასწავლებლების მხრიდან უკუკავშირს 7 ნოემბრის ჩათვლით ელოდება. პედაგოგთა აზრის შეჯერების შემდეგ კი საბოლოოდ შემუშავდება დოკუმენტი, რომელშიც მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ნაბიჯები იქნება წარდგენილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება