სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' უყვართ ბავშვებს'' - ყვარელში ინტელექტ-შეჯიბრის შესარჩევი ტური ჩატარდა
03-11-2016
-
+


ყვარელში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ყვარელში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ‘’ეტალონის’’ ჯგუფი კი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.

ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.    

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთი ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონი’’ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მადლობას უხდის ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით გუნდს: 

‘’ყვარლის ყველა სკოლა ჩაერთო ამ პროქტში, არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებელბიც. საგანმანათლებლო პროექტი, თან ასეთი მასშტაბური ნაკლებად არის. ძალიან გვიხარია  და ძალიან აქტიური იყო ყველა სკოლა. ‘’ეტალონი’’ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტ-შეჯიბრი. იგი ავითარებს ბავშვის ყველანაირ უნარებს. სწორედ მოსწავლების ჩართულობიდან გამდინარე შეიძლება ვთქვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი. მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ბავშვებს ისეთი უნარების გამოვლენის საშუალებას აძლევთ, რომელის სკოლაში გამოვლენის საშუალებაც არ აქვთ.“

გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კაპანაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეების ჩართულობით ძალიან კმაყოფილები არიან:

‘’ძალიან კმაყოფილები ვართ მოსწავლეების ჩართულობით. თავად ‘’ეტალონი’’ კი ძალიან მნიშვნელოვანი  და მისასალმებელი პროექტია.’’ 

გავაზის სკოლის მასწავლებლის მაია აბაშვილის თქმით, სკოლა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული კონკურსით:

„ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული კონკურსით. აღნიშნული შეჯიბრი მოსწავლეებს უფრო მოტივირებულებს ხდის, სურვილი აქვთ უფრო მეტი ისწავლონ.“

ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი:

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თავად ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები არიან. ‘’ეტალონი’’ უყვართ ბავშვებს, ეს პროექტი ეროვნული სულისკვეთების არის, სწავლაზე ორიენტირებულია და კიდევ ძალიან პოზიტიური შეჯიბრია.“

ენისელის სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე:

„კმაყოფილები ვართ შესარჩევი ტურით. თავად ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტია.  ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ამ კონკურსში მონაწილეობას და ძალიან მოგვწონს ინტელექტ-შეჯიბრი.“

‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რესურსცენტრს და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრში ჩართულობისთვის. 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება