სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ, ისწავლოთ მიზანმიმართულად და ხარისხიანად“- ნაგების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
28-09-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ. სპეციალურად მათთვის მორთეს საკლასო ოთახები და პატარებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. 

მასწავლებლები და დირექტორი განსაკუთრებულად პირველკლასელებს ელოდნენ, მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადასცეს. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნიც და დროშაც აღმართეს.

სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცვენ. სპეციალურად მათთვის მისალოცი წერილი გავრცელდა. 

„მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ყოველთვის განსხვავებულად, ამაღლებული ემოციებით ელოდება 15 სექტემბერს. საზაფხულო არდადეგების შემდეგ ისევ იკრიბება დიდი ოჯახი ერთი მიზნისთვის - თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და იმ ახალი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება, რაც მომავალ ცხოვრებაში კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი იქნება მისთვის და სხვებისთვის - ეს არის სკოლის მთავარი მისია და ამოცანა.
გისურვებთ, ერთად შევძლოთ, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება სკოლაში და მაღალი სასწავლო სტანდარტების დაძლევა ერთად დავძლიოთ ყველა გამოწვევა და ლაღად, მოტივირებულად და მიზანდასახულად შევუდგეთ ამ „უჩვეულო“ სასწავლო პროცესს
გისურვებთ, იყოთ მობილიზებულები და თავდაჯერებულები და აუცილებლად გვექნება წარმატებული სასწავლო წელი.

გვინდა განსაკუთრებულად მივულოცოთ პირველი სასწავლო წლის დაწყება ჩვენს პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს. 15 სექტემბერი დაუვიწყარია და სიახლის მომტანი მათი ცხოვრებისთვის პატარებს საჩუქრები ძალიან უყვართ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩურებიც - „ბუკი“, რაც ციფრულ სამყაროში ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ნივთია, გადაეცემა თითოეულ პირველკლასელს გაიცნობენ ერთმანეთს, მასწავლებლებს და მალე გახდებიან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. გისურვებთ, ისწავლოთ მიზანმიმართულად და ხარისხიანად, რომ თქვენი ცოდნა იყოს წარმატების მომტანი თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!
სიყვარულით, შენი სკოლა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება