სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში პროექტის - „პატრიოტი დიასპორელი“ ფარგლებში, საბერძნეთიდან ჩამოსული მოსწავლის, ლილე მაისურაძის საზეიმო დახვედრა მოეწყო
28-09-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6გ კლასში, პროექტის - „პატრიოტი დიასპორელი“ ფარგლებში, საბერძნეთიდან ჩამოსული ქართველი მოსწავლის, ლილე მაისურაძის საზეიმო დახვედრა მოეწყო.

მოსწავლეს მეგზურობა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ გაუწია. თავად მეექვსე კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი სალომე ქობალია ლილე მაისურაძეს დიდი სიხარულით შეეგებნენ. 

მას საკლასო ოთახში შესვლისთანავე, სიმღერით დახვდნენ და მუსიკის ენით მეგობრობა შესთავაზეს.

განხორციელდა სხვა აქტივობებიც, როგორიცაა:

  • აქტივობა -მხიარული მისალმება;
  • მოეწყო აქტივობა ,,გაცნობის დაფა", სადაც წინასწარ დაწერეს მოსწავლეებმა კითხვები და ინტერვიუს რეჟიმში ლილემ პასუხი გასცა; 
  • აქტივობა - „მთელი გულით გაცემული, მცირედიც შეიწირების", რომლის ფარგლებშიც ახალ მოსწავლეს თავიანთი ხელებით ლამაზად შეფუთული საჩუქრები გადასცეს; 
  • ბოლოს კი ლილემ თავისი სახელი და გვარი ,,ჯგუფის ხეზე" შეაბა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ის მე-6გ კლასელი და სალომე მასწავლებლის მერცხალი გახდა.
სკოლაში ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით ძალიან კმაყოფილები არიან და საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

„ლილემ მთელი დღე აქტიურად და პოზიტიურად გაატარა და დღის ბოლოს კმაყოფილმა თქვა: ,,მე თქვენთან ძალიან მომწონს".
მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მოსწავლეს, რომლებმაც ენერგია არ დაიშურეს, დილის 7:30 წუთიდან ჯგუფის მორთვა და დახვედრის ორგანიზება ითავეს, მხიარულად ამოუდგნენ გვერდით სალო მასწს და ღირსეულად დახვდნენ ჩვენს ლილეს.
მადლობა ყველა ჩემს მშობელს იმ მცირედი და ლამაზი საჩუქრების შეძენისთვის,რომლითაც მათმა შვილებმა ლილე გაახარეს.
მე თქვენ მიყვარხართ და ბედნიერი ვარ, რომ უკვე დაგიმსგავსეთ“,- წერია სკოლის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება