სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტო მიმართვას ავრცელებს
23-09-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს – „ქართული ანბანის ელჩები“.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ ქართულ ანბანს სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით და დააინტერესონ უცხოელი თანატოლები ქართული ენითა და ანბანით. საკონკურსოდ განიხილება აღნიშნული აქტივობების ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადთან ერთად (იხ. ფორმა N1) კონკურსანტმა 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anbani2022@gmail.com

კონკურსანტების ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დეკემბრის ბოლოს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, გამოავლენს სამ გამარჯვებულს – I, II და III ადგილების მფლობელებს. გარდა ამისა, თითოეული საკონკურსო ნამუშევარი განთავსდება სოციალურ ქსელში, კონკურსის ოფიციალურ გვერდზე (იხ. ბმული), სადაც ხმათა უმრავლესობით (ე.წ. „მოწონებების“ რაოდენობის მიხედვით) ხალხის რჩეული ვიდეორგოლი გამოვლინდება. 

კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონკურსის დებულება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება