სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„გარემო, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს დახვდათ სწავლის ხარისხს უფრო მეტად აამაღლებს“-თბილისის N86 საჯარო სკოლას თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აქვს
19-09-2022
-
+


თბილისის N86 საჯარო სკოლას დიდი ისტორია აქვს. შენობა, რომელიც 1933 წელს აშენდა დროთა განმავლობაში დაზიანდა და მას სრული დემონტაჟი ჩაუტარდა. დღეს უკვე ძველი შენობის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა და მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი კომფორტულ გარემოში დაიწყეს.

ახალაშენებული სკოლის შენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა და სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.

დირექტორმა, ნანა ქაჯაიამ etaloni.ge-სთან სკოლის ახალ შენობაზე, სიახლეებისა და მინისტრთან შეხვედრის შესახებ საინტერესო ისაუბრა:

- ჩვენს სკოლას დიდი ისტორია აქვს გამოვლილი. ძველი შენობა, რომელიც 1933 წელს აშენდა საკმაოდ ავარიული იყო. ბზარები ჰქონდა, როგორც განივი ისე, ვერტიკალური. აქედან გამომდინარე დემონტაჟს ექვემდებარებოდა. ახალი და თანამედროვე სტანდარტების შენობა ზუსტად ძველის ადგილას აშენდა. ჩვენ ახლა უკვე დაახლოებით 650 მოსწავლე თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ. აბსოლუტურად ყველა სტანდარტის მიხედვით ბავშვებს სწავლა შეუძლიათ. ასევე, ძალგვიძს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა სწავლა - სწავლების პროცესი სრულად იყოს უზრუნველყოფილი.

წელს 75 პირველკლასელი გვყავს; შენობა, როდესაც ავარიული იყო მაქსიმუმ 17-18 პირველკლასელს ვიღებდით, ახლა კი მათი რაოდენობა ხუთჯერ მეტია, ვიდრე გასულ წლებში იყო. მშობელთა ინტერესიც ძალიან გაიზარდა. ჩვენს სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა დიდია და მობილობის დაწყების შემდეგ კვლავ შეგვეძლება ბავშვების მიღება. რაც შეეხება ბუკებს და სახელმძღვანელოებს, მოსწავლეებს უკვე აქვთ. ვინაიდან მოსწავლეთა რაოდენობა ასე მოულოდნელად გაიზარდა ინფრასტრუქტურის სააგენტო იმ დანაკლისებს, რომლებიც ბოლო ეტაპზე ვაცნობეთ და მოვითხოვეთ შემოიტანს. ასე რომ მოსწავლეები რამდენიმე დღეში სახელმძღვანელოებით სრულად იქნებიან უზრუნველყოფილები.

- ქალბატონო ნანა, რას ნიშნავს მოსწავლეების მოტივაციისთვის ახალ და კომფორტულ გარემოში სწავლის დაწყება?

- სასწავლო პროცესი მარტივი არ არის, აქ უამრავი ფაქტორი თუ ნიუნსია გასათვალისწინებელი, რათა ბავშვებს მოტივაცია აუმაღლდეთ, სწავლა ხარისხიანი იყოს და წიგნებთან დაჯდომა უხაროდეთ. სწავლის მოტივაციისთვის ურთიერთობების მხრივ მხოლოდ სასიამოვნო გარემო არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ასევე ის ინტერიერი და გარემო სადაც ისინი სწავლობენ. შესაბამის შენობაში მათ კონკრეტულ საგანზე კონცენტრაციის გაკეთება ან ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა უფრო შეეძლებათ. ვთვლი, რომ გარემო რომელიც კონკრეტულად ჩვენს მოსწავლეებს წელს დახვდათ მათ მოტივაციას და სწავლის ხარისხს უფრო მეტად აამაღლებს.

- პედაგოგებისთვის რა შეიცვალა ახალ შენობაში - რისი შესაძლებლობა აქვთ მათ ახლა?

- ელემენტარულად, ძველი შენობა იმდენად ავარიული იყო, რომ ზამთრის პერიოდში მისი გათბობა ვერ ხერხდებოდა. მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ჩატარება ლაბადებით უწევდათ. დღეს უკვე ჩვენს მასწავლებლებს შეუძლიათ სასწავლო პროცესი ისეთ შენობაში განაახლონ, რომელშიც მათთვის ყველა პირობა იქნება. ზამთარში, სკოლის შენობის იმ ტემპერატურით გათბობას მოვახერხებთ, რომელიც ნორმალური სასწავლო პროცესისთვის აუცილებელია. ადრე ამ ყველაფერს მოკლებულნი ვიყავით.

ასევე, უკვე გვაქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია და ხელოვნების კაბინეტი, რომლებიც შესაბამისი ინვენტარით სრულად აღჭურვილია. ეს ყველაფერი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მიიღონ ხარისხიანი განათლება. წინათ ფართობის თვალსაზრისითაც შეზღუდულები ვიყავით და დასაწყობებული გვქონდა ინვენტარი.

- და ბოლოს, რას ნიშნავდა თქვენი სკოლისთვის მინისტრის სტუმრობა?

- მინისტრის სტუმრობით მეც და ჩემი პედაგოგებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. ბავშვებიც გახარებულები იყვნენ, რომ ადამიანი, რომელსაც ეკრანიდან ხედავდნენ პირადად გაიცნეს. ბატონმა მიხეილმა ჩვენთან, საკმაოდ დიდი დრო დაჰყო და მასწავლებლებმა მასთან ისაუბრეს სქემის შესახებ, რა მოსწონთ, რას შეცვლიდნენ. საუბარი საკმაოდ გულღია და უშუალო იყო. მინისტრმა თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და პედაგოგების შეხედულებები ბატონი მიხეილის აზრებს თითქმის ემთხვეოდა. მე პირადად ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდის შესახებ ვესაუბრე. დაგვპირდა, რომ როგორც არის დაგეგმილი მასწავლებლების ხელფასების ყოველ წელს ზრდა შესაბამისად, ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებაზეც მიდის საუბარი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება