სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეორე სვირის N1 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, საზეიმოდ განაახლეს
16-09-2022
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, დიდი ზეიმით დაიწყო. 

სკოლაში მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ. პედაგოგებმა მათთან შესახვედრად საკლასო ოთახები დეკორაციებით მორთეს. 

სწავლის დაწყება მოსწავლეებს ადგილობრივი მმართველობის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიულოცეს. სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე მათ მადლობას უხდის. ის ასევე მადლიერებას გამოხატავს პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგების და მისი ხელმძღვანელის იზა ღიბრაძის მიმართ. სწორედ ამ სკოლის შენობით სარგებლობდნენ რეაბილიტაციამდე მოსწავლეები. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

„ხანგრძლივი შესვენება დამთავრდა, პანდემიისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დიდი გამოწვევებითა და მომავლის იმედით ვუბრუნდებით ჩვენს მშობლიურ სკოლას. სკოლის ზეიმი სოფლის ზეიმიცაა, რადგან ის ყველა რგოლს, დიდსა და პატარას აერთიანებს. ძალა ერთობაშიაო და სწორედ ამ ერთობით, მხარდაჭერით და გვერდში დგომით სოფლის, რაიონის, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ძალისხმევით მოხერხდა სკოლის რეაბილიტაცია.
სრულად რეაბილიტირებულმა, ულამაზესი ინფრასტრუქტურით გამორჩეულმა, მოწესრიგებულმა გარემომ ერთიანად გაახარა მშობელი, მოსწავლე და სტუმრები. ადგილობრივი მმართველობის, საკრებულოს, მერიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვეს. წარმატებულ, ნაყოფიერ, დიდი გამიწვევებითა და მომავლის იმედებით აღსავსე წელს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს“,- წერს სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება