სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებულად დახვდნენ
16-09-2022
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი ნატო მაისურაძე იყო. ის მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდა. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„მასწავლებლობა ჯილდოა!!!
სასწავლო წლის დაწყების წინ გონება, გული და სული უცნაური განცდით მევსება უზომო სიყვარულით, სიხარულით, მოლოდინით ...გული რომ ვერ იტევს...სამი ათეული წელი გავიდა...მე კი, იმ პირველი განცდების და ემოციების ტყვეობაში ვარ, ჩემმა მოსწავლეებმა ,,მასწავლებელო“ რომ დამიძახეს...ის სითბო და სიყვარული მავსებს ,,ჩემი მოსწავლე“ ამ სიტყვების თქმაზე, რომ სულში მეღვრება...
მადლობა უფალო ,რომ ეს არჩევანი მარგუნე!!!
მადლობა ყველა ჩემს მოსწავლეს!!! მათ მე სიყვარული მასწავლეს!!!
მადლობა ჩემს ცელქ, მოუსვენარ პატარებს!!!მათ მე მიმტევებელი გამხადეს!!!
მადლობა ჩემს თავისუფლად მოაზროვნე გოგო-ბიჭებს!!! მათ ჩემი შეცდომების დანახვა და გამოსწორება შემაძლებინეს!!!
მადლობა ჩემს ნიჭიერ, დაკვირვებულ და გონიერ მოსწავლეებს!!!მათ ჩემი დათესილი ცოდნის მარცვლები გააღვივეს!!!
მადლობა ჩემს სიყვარულით სავსე გოგო-ბიჭებს!!! განსაცდელები, რომ სიყვარულით გადამატანინეს!!!
მადლობა ყველა ჩემს მოსწავლეს !!! ჩემი „დედობრივი“ სიყვარული რომ დაინახეს!!!
მადლობა ჩემი მოსწავლეების მშობლებს!!! მათ, ყველაზე ძვირფასი, საკუთარი შვილები, მანდეს ცოდნის მისაღებად!!!
ბედნიერ, მშვიდობიან წელს გისურვებთ ჩემო უსაყვარლესო მოსწავლეებო, კოლეგებო, მშობლებო!!! ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა დაგვაძლევინოს წუთისოფლის მუხანათობა!!!
p.s. მასწავლებლობა-ჯილდოა, პასუხისმგებლობაა, სიყვარულით სავსე გულია, დაუსრულებელი ბედნიერებაა!!! მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, სიკეთის სანაცვლოდ მიღებული უსამართლო გულგრილობისა“,- წერს სკოლის პედაგოგი ნატო მაისურაძე. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება