სიახლეები
სამასწავლებლო

პირველკლასელთა ბუკები სკოლების ნაწილს ჯერ არ მიუღია - როგორ ემზადებიან დირექტორები ახალი სასწავლო წლისთვის
07-09-2022
-
+


სულ მალე სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება, რისთვისაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიური სამზადისია. მოსწავლეები და პედაგოგები 15 სექტემბერს მოუთმენლად ელიან.

Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ ემზადებიან სკოლებში მოსწავლეებთან შესახვედრად, მიიღეს თუ არა პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით:

ფაქიზო ფანჩულიძე - კუჭავა, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიახლისთვის აქტიური სამზადისია. ქართველი ემიგრანტებისთვის ორგანიზაცია - „პატრიოტი დიასპორელი“ არსებობს და ემიგრანტების შვილები, რომლებიც გარკვეული პერიოდით ბრუნდებიან, მათთვის სასურველ სკოლაში ისწავლიან. პროექტს ბექა ოდიშარია და ნინო ციბაძე ხელმძღვანელობენ. წელს, საქართველოს მასშტაბით 15 სექტემბერს, სწორედ ჩვენს სკოლაში გაიხსნება პირველად პატრიოტი სკოლა. საქართველოში მსგავსი სკოლა სულ სამი იქნება - თბილისში, ქუთაისში და ჩვენთან... ჩვენთან სწავლის სურვილი საბერძნეთიდან ჯიმშელეიშვილების ოჯახიდან ორმა მოსწავლემ გამოთქვა, რომლებიც ერთ თვიან სასწავლო კურსს გაივლიან. აქედან გამომდინარე 15 სექტემბერს სკოლაში ველოდებით ბექა ოდიშარიას, ემიგრანტების ფონდის წარმადგენელს და მის მოადგილეს. ასევე, ჩვენს სკოლაში სკოლამდელი მომზადების ჯგუფი გაკეთდა. ამდენად, საოცარი სამზადისი გვაქვს. სასექტემბროდ უკვე მერვე წელი მე ვიბარებ "პატაკს" და წელსაც, დაუღალავად ვშრომობ ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენი სკოლა ასე ვთქვათ წარმატების ზენიტშია. წელს გვყავდა 7 "გრანტოსანი" და 40 კურსდამთავრებულიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა.

წელს, სკოლაში დაახლოებით 70 პირველკლასელი გვეყოლება, რომელთაც ბუკები გადაეცემათ. მათთვის განკუთვნილ ბუკებს სულ მალე მივიღებთ. ასევე, მე-10 კლასში შემოვიდა ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთა დაკავშირებით პედაგოგებმა ტრენინგები გაიარეს და შესაბამისად, სრული მზაობა გვაქვს სწავლის დასაწყებად. ასევე, ბავშვებისთვის ჭადრაკის სასწავლებლად აქტიურად ვემზადებით. მოვიძიეთ პედაგოგი, რომელიც სკოლას სპორტული კუთხითაც წარმოაჩენს.

COVID-19-ის გახშირებული შემთხვევების ფონზე სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების საკმაო რაოდენობის მარაგი გვაქვს. სკოლას 2 კორპუსი აქვს და უსაფრთხოების მხრივ ორივე კორპუსი სრულად აღჭურვილია. ახალი საშუალებები სექტემბერში რომც ვერ მივიღოთ მაინც საკმარისი მარაგი გვაქვს.  პანდემიასთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ. აქვე დავამატებ, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ვგეგმავ ექთანს გამოვუყო საათი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

შოთა მალაზონია, თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წელს დაბრკოლების გარეშე ვიწყებთ. წელს სკოლაში 117 პირველკლასელი გვეყოლება, ჯერ-ჯერობით მათთვის განკუთვნილი ბუკები არ მიგვიღია, თუმცა მალე მივიღებთ. ასევე, 10 სექტემბრამდე ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებსაც მოგვაწვდიან.

კოვიპ პანდემიიდან გამომდინარე სკოლაში ძალიან ბევრი სადეზინფექციო საშუალება გვაქვს. შეზღუდვებზე კი ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა. შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ იქნება თუ არა კვლავ რაიმე რეგულაცია. ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში სამზადისია - მოსწავლეებისთვის სკოლის შენობა და სველი წერტილები შესაბამისად დამუშავდა. 15 სექტემბრისთვის ყოველმხრივ მზად ვიქნებით.

ია ჩინჩალაძე, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლისთვის დაწყებითი და დამამთავრებელი კლასების მონაწილეობით ვგეგმავთ პატარა ღონისძიება ჩავატაროთ. წელს, სკოლაში 71 პირველკლასელს ველოდებით, მათთვის გადასაცემი ბუკები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა მალე მოგვაწვდიან. ასევე, საგანმანათლებლო რესურცენტრისთვის სახელმძღვანელოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული და სულ მალე მათაც მივიღებთ. როგორც კი წიგნებს და ბუკებს მოგვიტანენ მოსწავლეებს დავურიგებთ. 15 სექტემბრამდე დრო ჯერ არის.

გახშირებულ კოვიდშემთხვევებს რაც შეეხება, განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან ჯერ რაიმე მიმართულება არ მიგვიღია. რეგულაციების ნაწილს ვინარჩუნებთ. სკოლაში საჭიროების შემთხვევაში პირბადეების რაოდენობაც გვაქვს და დისტანციის დაცვისა თუ თერმოსკრინინგის კონტროლის საშუალებაც. მზაობა და შესაძლებლობა იმისა, რომ უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ სკოლაში არის.

მიხეილ კაკაბაძე, წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან შესახვედრად სადღესასწაულო ღონისძიება ტრადიციულად გვექნება. წელს სკოლის კარს 17 პირველკლასელი შემოაღებს. ამ ეტაპზე მათთვის განკუთვნიული ბუკები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა სულ მალე გადმოგვეცემა. ასევე, მე-10 კლასში 2 საგანი დამეატა და ამ საგნებისთვის განკუთვნილ ახალ გრიფირებული სახელმძღვანელობსაც მალე მოგვაწვდიან. სადეზინფექციო საშუალებები იმდენი გვაქვს, რომ უსაფრთხოების წესებს სრულად დავიცავთ.

თეონა ყაჭეიშვილი, თბილისის N198 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებთან შეხვედრას ტრადიციულად პოზიტიურად ვგეგმავთ, რადგან მთელი ეს დრო ძალიან გვენტარებოდნენ. გვინდა მათთვის ეს დღე მხიარული და შთამბეჭდავი იყოს. იქნება ჩვენი სკოლის ლოგოებით გაფორმებული ფერადი ბუშტები და ასევე, პატარა მოსწავლეებს მოწვეული ანიმატორები გაამხიარულებენ. წელს, 20 პირველკლასელს ველოდებით და მათთვის განკუთვნილ ბუკებსაც სულ მალე მივიღებთ. სკოლის სახელმძღვანელოებიც ყველა გვაქვს, მათ შორის ახალი გრიფირებულებიც.

რეგულაციებს რაც შეეხება, როგორც შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ ისე მოვიქცევით. სადეზინფექციო საშუალებები კი მარაგში ბევრი გვაქვს, ასევე საკმარისი გამოცდილება, რათა სკოლაში უსაფრთხო გარემო იყოს.

მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის დასაწყებად სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. 15 სექტემბერს პირველკლასელების ზეიმი გვექნება. ჩვენს სკოლაში ტრადიციაა, რომ ზაფხულში ვხვდებით პირველკლასელებს ვაცნობთ სკოლას და სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ. არც წელს დაგვირღვევია ეს ტრადიცია. შემდეგ ვქმნით პატარა მოსწავლეებისგან ჯგუფს, რომელიც სასექტემბრო საზეიმო კონცერტისთვის იწყებს სამზადისს. ახლაც იდგმება ცეკვები, ლექსები და სიმღერები. ახლა პატარები მასწავლებელთან ერთად წერენ სიმღერას. ახალ სასწავლო წელს ამ ეტაპზე 19 პატარას ველოდებით, თუმცა მობილობით რამდენიმე დაემატება. მათთვის განკუთვნილ ბუკებსაც უახლოეს დღეებში მივიღებთ.

ასევე, როგორც კი შევიტყეთ რომ ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შემოვიდოდა სამზადისი მაშინვე დავიწყეთ. კათედრებიც შესაბამისად მოემზადნენ. როგორც კი ელექტრონულად დაიდო, ახალ წიგნებს მაშინვე გავეცანით. უკვე კურიკულუმებზე მუშაობენ. წიგნებიც მივიღეთ, რომლებსაც ბავშვებს გადავცემთ.

კოვიდშემთხვევები გახშირდა. სადეზინფექციო საშუალებები გვაქვს, ასევე, სკოლაზე მორგებული ინდივიდუალური გეგმა გაგვაჩნია და ყველაფრისთვის მზად ვართ.

მინდა აღვნიშნო, ბედნიერი ვარ, რომ 4 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ და სიახლეები ყოველწლიურად გვაქვს. წელს შთამბეჭდავ სპორტულ საგანმანათლებლო სივრცეს ვხსნით, სადაც სხვადასხვა გამაჯანსაღებელ ინვენტარს განვათავსებთ. ეს სპორტული საქონელი უკვე შეძენილი გვაქვს, მოსწავლეებმაც იციან და მოუთმენლად ელიან ამ დიდ სიახლეს. ბავშვებისთვის ეს სპორტული დარბაზი დიდი სიხარულია.

ლიანა ჩხაიძე, თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპზე ჩვენ სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს თუმცა, შეგპირდნენ რომ 15 სექტემბრისთვის ყველაფერი დასრულდება. შარშან მთელი წელი სხვა სკოლაში დავდიოდით და ძალიან მინდა წელს, სკოლაში მინი კონცერტი ჩავატაროთ. მინდა ჩვენმა მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ მათთვის სწავლაზე მორგებული პირობები დავახვედრეთ. სკოლაში ძალიან კარგი და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს, მათ შორის გვყავს სკოლის პატარა ანსამბლი, რომელიც ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფესტივალში მონაწილეობდა. კარგი ნომერი აჩვენეს და მინდა, ბავშვებს სკოლის სახელით ქების სიგელები გადავცე, რათა იცოდნენ რომ ისინი ჩვენი წარმატებული მოსწავლეები არიან. წელს 2 პირველი კლასი გვეყოლება, ჯამში 50 ბავშვი, თუმცა ისე მოხდა, რომ დამატება დაგვჭირდა და შესაბამისად პირველკლასელების რაოდენობა 50-ს ასცდება. ბუკებს სულ მალე მოვიტანთ და სწავლის დაწყების შემდგომ გადავცემთ.

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ყველაფერი გაკრვეულია. ნაწილი გადმოგვეცა, ნაწილსაც 15 სექტემბრამდე მოგვიტანენ.

კოვიდ ინფიცირება საკმაოდ გავრცელებულია. რეგულაციებს ვიცავთ, რადგან მასიური გავრცელების ძალიან მეშინია. ჯერ რეგულაციებთან დაკავშირებით არავითარი დადგენილება არ მიგვიღია, თუმცა საიზოლაციო ოთახს ვტოვებ, ასევე სიცხის კონტროლს. მირჩევნია ვაკონტროლოთ ვიდრე, რაიმე გამოგვეპაროს. დისტანციასაც დავიცავთ. მაქსიმალურად ვეცდებით სკოლაში უსაფრთხო გარემო იყოს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
 ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
სკოლაში ეკოკლუბ „ენგურელების“ ინიციატივით გაიმართა წყლის რესურსების დაცვისა და განახლებადი ენერგიის შესახებ პრეზენტაციები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება