სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

სტუდენტების ნაწილი სწავლის შეჩერების საფრთხის წინაშეა - ბინების ქირის ფასი 400 დოლარიდან იწყება და 2500 დოლარამდე ადის
26-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტები სწავლას დასწრებით ფორმატში ანახლებენ. შესაბამისად, თბილისში რეგიონებიდან ჩასული სტუდენტებისთვის ბინის ქირაობა აქტუალური და საკმაოდ პრობლემური საკითხია. ქირის ფასი 2-ჯერ, 3-ჯერ არის გაზრდილი, ამიტომაც სტუდენტებს ბინის მოძებნა ძალიან უჭირთ, ამაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობაც მეტყველებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სტუდენტების რაოდენობამ 190 000-ს გადააჭარბა. უცნობია, ზუსტად რამდენი მათგანი სწავლობს თბილისში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა სწორედ თბილისში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტების უდიდესი ნაწილი განათლებას სწორედ დედაქალაქში იღებს.

როგორ უმკლავდებიან პირველკურსელები ეკონომიკურ გამოწვევებს და ზოგადად, რა გეგმები აქვთ - ამით etaloni.ge დაინტერესდა. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც თავისი მდგომარეობის შესახებ მოგვიყვა.

ლუკა მეზვრიშვილი გორიდანაა. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის სიხარულთან ერთად, ბევრი ახალი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის უმთავრესი თბილისში ბინის საკითხია. როგორც თვითონ გვეუბნება, ქირა საკმაოდ მაღალია, თანაც უნივერსიტეტი სწავლის გადასახადის ნახევარს რეგისტრაციისას ითხოვს, ამიტომაც სტუდენტური სესხის აღებასა და შემდეგ ნელ-ნელა დაფარვას გეგმავს.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გზების ძიებაში მოიფიქრა, რომ ბინა სხვა პირველკურსელ სტუდენტთან ერთად იქირაოს - ოთახის მეზობელს (რუმმეითს) ეძებს. მან აბიტურიენტთა ჯგუფში პოსტი დაწერა.

„ოთახი რომ იქირაო, იმის მინიმალური ფასიც 400 ლარიდან იწყება, თუმცა შიგნით ცხოვრება წარმოუდგენელია. საერთო საცხოვრებლის ვარიანტიც განვიხილე, მაგრამ იქ მოხვედრასაც საკმაოდ დიდი დრო უნდა და ბოლოს ან მოხვდები ან ვერა. საერთო საცხოვრებელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებიც საკმაოდ ბევრია: პრატქიკულად დამტვრული ავეჯი, მოუწესრიგებელი სველ წერტილები და სამზარეულო“,- ამბობს ლუკა.

უკიდურეს შემთხვევაში გეგმავს, რომ უნივერსიტეტში სახლიდან, გორიდან იაროს, თუმცა, მისი თქმით, ესეც საკმაოდ ძვირია. მარტში 18 წლის ხდება, მუშაობის დაწყებასაც მაშინ აპირებს. სხვანაირად სტუდენტური სესხის დაფარვა გაუჭირდება. ამბობს, რომ მისთვის ჰიბრიდული სწავლის ფორმატი მოსახერხებელი იქნებოდა, თუმცა, ონლაინ ქიმიის სწავლა რთულად წარმოუდგენია.  

ლუკა ერთადერთი პირველკურსელი არ არის, რომელსაც მსგავს პრობლემებთან შეჭიდება და გამოსავლის გზების ძიება უწევს. აბიტურიენტთა ჯგუფებში წერენ სტუდენტები, რომელთაც იგივე პრობლემები აქვთ.

სწავლის შეწყვეტაზე ფიქრობს მესამე კურსის სტუდენტიც, რომელიც გვეუბნება რომ ფინანსურად საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. შეუძლებელია ერთდროულად სტუდენტმა თავისი შემოსავლით სწავლის საფასურიც გადაიხადოს და ბინის ქირაც. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელია მუშოაბს და არც თუ ისე დაბალი ანაზღაურება აქვს, მარტო ყველა ხარჯის დაფარვას მაინც ვერ მოახერხებს, ამიტომ ფიქრობს რომ აკადემიური აიღოს, რაღაც თანხა დააგროვოს და შემდგომ იფიქროს სწავლის გაგრძელებაზე. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვაკე-საბურთალოს რაიონში ბინების ქირა 450 დოლარიდან იწყება და 1500-2500 დოლარამდე ადის, შედარებით დაბალია დედაქალაქის გარეუბნებში არსებული ბინის ფასები. ხოლო გლდანი, დიდუბე, ვარკეთილი, სამგორი - აღნიშნულ რაიოენბში ბინების ფასი 350 დოლარიდან იწყება და 1000 დოლარამდე ადს. 

სტუდენტები, რომლებიც თბილისში რეგიონებიდან ჩადიან, ძირითადად, ან ნათესავთან ცხოვრობენ ან ბინას ერტობლივი ძალებით ქირაობენ.ხდება ისეც, რომ მუშაობასა და სტუდენტობას ერთდროულად იწყებენ. მომსახურების სფეროში სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს კი უწევთ, რომ სწავლას და პროფესიულ განვითარებას შედარებით ნაკლები დრო და ენერგია დაუთმონ. ხშირად მათთვის ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი სწორედ ოთახის მეზობლის პოვნა და ხარჯების გაყოფაა.  

თუმცა სტუდენტებისთვის ბინის ქირით პოვნა ახლა საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა, ვინაიდან ბინის ქირაში გაცილებით ძვირს იხდიან უცხოელი ტურისტები და ხშირად მეპატრონეებს სწორედ მათი შეშვება ურჩევნიათ. ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სახლის მეპატრონემ ბინიდან ქართველები გაუშვა და მათ ადგილას უცხოელი ტურისტები შეუშვა.


კომენტარები


ეტალონი
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

იხილეთ  მეორე ეტაპის მონაწილეთა სია
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სიახლეები
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

თბილისის საბავშვო ბაღში რეგისტრაცია გამოცხადდა - სააღმზრდელო პროცესი იანვრიდან დაიწყება 
„დასჯის მექანიზმი კი არ არის გამოწვევა, დღეს, ბულინგის პრვენციაზე უნდა ვიმუშაოთ სკოლებში“
სასწავლო ნივთებისთვის 200 ლარია გამოყოფილი - რომელი ბავშვები მიიღებენ დახმარებას
ესგ-ს ძველი და ახალი ვერსიის შედარება - სამინისტრო განმარტებას აკეთებს
პიროვნება
სკოლები
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები აქტივობით კმაყოფილები იყვნენ
დაკისრებულ მოვალეობას მოსწავლეებმა სამაგალითოდ გაართვეს თავი
მოცეკვავეთა დებიუტიც შედგა, მათმა წარმოდგენამ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა
საინტერესო
ბავშვები კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ
შესაძლოა ზედმეტმა აკრძალვებმა და „დასჯამ“, უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს, გამოსავალი კი, სწორედ მასწავლებელი და მისი გულახდილი საუბარი აღმოჩნდეს
ბუნებაში გამართული აქტივობების შთაბეჭდილებები მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ, ეს მათთვის სასიამოვნო მოგონება და საინტერესო გამოცდილება იქნება
ამის დასადგენად არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა, საბოლოო ჯამში, ყველა, ფაქტობრივად, ერთ პასუხამდე მიდის
სიახლეები
საზოგადოება