სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge, მსოფლიო, საინტერესო

თუ ერთ-ერთი მშობელი უმუშევარია, ოჯახს უფლება არ აქვს ბავშვი ბაღში შეიყვანოს - საინტერესო ფაქტები შვედეთის სააღმზრდელო დაწესებულებებზე
24-08-2022
-
+


შვედეთის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ნივთების ან საკვების აღება, მასწავლებელს კი უფლება არ აქვს აღსაზრდელს რაიმეზე მკაცრად მიუთითოს ან უბრძანოს. იხილეთ, საინტერესო ფაქტები, თუ როგორ ზრდიან პატარებს შვედეთის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

კონსტიტუციის თანახმად, შვედეთში განათლება უფასოა, მაგრამ საბავშვო ბაღები გამონაკლისს წარმოადგენს.

შვედეთში მუნიციპალური და კერძო ბაღები ფუნქციონირებს, მაგრამ საბავშვო ბაღი, მოსამზადებელ კლასამდე ფასიანია. შესაბამისად სკოლამდელი განათლება ორ ეტაპად იყოფა: 1-დან 5-წლამდე და მოსამზადებელი ანუ „ნულოვანი“ კლასი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ბაღებში გადასახადი დამოკიდებულია ოჯახის საერთო შემოსავალზე და შვილების რაოდენობაზე. 

ამასთან, შვედეთში ორი საინტერესო წესი მოქმედებს:

  • თუ მშობლებიდან რომელიმე უმუშევარია, ოჯახს უფლება არ აქვს საბავშვო ბაღის მომსახურებით ისარგებლოს - აკრძალვა კერძო სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ეხება. 
  • სავალდებულოა, შესაბამისად უფასო, რომ ბავშვმა სოციალიზაციისთვის კვირაში 15 საათი ბაღში გაატაროს.
ამინდის მიუხედავად, ბავშვი 5 საათი სუფთა ჰაერზე უნდა იყოს



შვედმა ბავშვებმა 4-5-საათი სუფთა ჰაერზე უნდა გაატარონ. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბაღს სათამაშო მოედანი, ჯგუფი (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 8-დან 20-მდე მერყეობს) კვირაში ორ-სამჯერ სალაშქროდ მიდის. ასეთ დროს ბავშვები მიდიან მუნიციპალურ სათამაშო მოედანზე, ტყეში ან ნებისმიერ საზოგადოებრივ სკვერში. 

აღსანიშნავია, რომ სასეირნოდ მიჰყავთ, ისინიც ვინც ჯერ სიარულიც არ იცის. ამასთან, წვიმა, თოვლი, ყინვა და სიცხე - ვერ შეაფერხებს სუფთა ჰაერზე სეირნობას.

ტოლერანტობა ადრეული ასაკიდან 

შვედეთში სკოლამდელი განათლება პიროვნების პატივისცემის, თავისუფლებისა და შემწყნარებლობის სწავლებაზე დგას. მიუღებელია გენდერული სტერეოტიპები. შვედი მასწავლებლისგან ვერ მოისმენთ ფრაზას „ბიჭები არ ტირიან“ ან „თოჯინებით რატომ არ თამაშობ, შენ ხომ გოგო ხარ!“.

ასევე მიუღებელია შვედეთის ბაღებში ბავშვებისთვის რაიმეს დაძალება, მაგალითად, თუ ბავშვს არ უნდა დაძინება მაშინ მას წიგნებს უკითხავენ ან რაიმე სხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ბაღი ბავშვს მოქალაქეობრივი კულტურის საფუძვლებს ასწავლის:

  • არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ნივთებისა და საკვების აღება;
  • თამაშისა და ხატვის შემდეგ აუციელებლია ალაგება;
  • საჭიროა ​სხვისი საჭიროებების გათვალისწინება;
  • მნიშვნელოვანია უცნობებთან კომუნიკაციის ცოდნა და სასიამოვნო საუბარი.
  • მიღებულია სამი წლიდან დანა-ჩანგლის გამოყენების სწავლება. 
იხილეთ ასევე: თეფშების ცალკე ნაკრები ალერგიული ბავშვებისთვის, ცივი წყალი და მრავალფეროვანი რაციონი - როგორი კვებაა შვედეთის საბავშვო ბაღებში?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება