| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შვედეთის საბავშვო ბაღებში დიდი ყურადღება ექცევა პედაგოგის პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც თავის თავში მოიცავს ცოდნას მათ შორის კვებისა და ნუტრიციოლოგიის საკითხებში.
ამასთან, არსებობს სახელმწიფოს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომელიც შვედეთის საბავშვო ბაღებისა და სკოლების საკვებზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია განსაზღვრავს რეკომენდაციებს თუ რა საკვები უნდა მიირთვან ბავშვებმა, როგორი უნდა იყოს მენიუ, ულუფა და სერვირებაც კი.
ქვეყანაში ქეითერინგული კომპანიების პრაქტიკა არსებობს, რომლებიც საკვებს ამზადებენ და ბაღებს აწვდიან. შესაბამისად, გულდასმით მოწმდება საკვების წარმოებით, მომზადებითა და ტრანსპორტირებით დაკავებული კომპანიები. ისინი ვალდებულნი არიან გაიარონ ლიცენზია. მაგალითად, კომპანიას უნდა ჰქონდეს ცალკე სამზარეულო სივრცე ბავშვებისთვის, რომელთაც რაიმე პროდუქტზე აქვთ ალერგია. საკვების ტრანსპორტირებისას კი აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ გარკვეული ტემპერატურა. შემდეგ უკვე ბაღებმა უნდა შეინახონ საკვები განსაზღვრულ პირობებში. ამისთვის, კომპანია ბაღებს სპეციალურ გამათბობლებს აწვდის, საკვების მიწოდებამდე მისი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.
არიან ბაღები, რომლებსაც საკუთარი სამზარეულო აქვთ. მათ ლიცენზიის გავლის შემდეგ საკვების მომზადება თავად შეუძლიათ. იმ ბაღებში, კი რომელთა სამზარეულო სივრცე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, პერსონალი მხოლოდ საკვების სერვირებით არის დაკავებული.
მაგრამ სერვირებისასაც არსებობს გარკვეული ნორმები, რომლებსაც ბაღის თანამშრომლები იცავენ:
ვეგეტარიანულ კერძებს იღებენ ის ბავშვებიც, რომელთა მშობლებიც ამას არ ითხოვენ, შედეგად ბავშვებს უყალიბდებათ გემოვნების უფრო ფართო სპექტრი, მათ თითქმის ყველაფრის ჭამა იციან.
საინტერესოა, რომ შვედეთის ბაღებში კვირაში ერთხელ ბავშვებს აძლევენ ბლინებსა და ბარდის წვნიანს, ამას ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობასთან კავშირი არ აქვს - ეს შვედური ტრადიციაა, რომელიც უკვე მრავალი წელია შენარჩუნებულია. ბავშვებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ.
ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი საკვები პასტაა, რომლის მომზადებისასაც, შესაძლო ალერგიის თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენება კვერცხი. მარცვლეულიდან პოპულარულია კუსკუსი და ბულგური. ნახშირწყლებიდან - შვედ ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ პიურე და კანიანად მომზადებული კარტოფილი. კარტოფილ ფრის და ზოგადად ზედმეტად შემწვარ საკვებს შვედეთის ბაღებში ვერ შეხვდებით.
ბაღში არის ბევრი დამატებითი ულუფა, ბავშვებს საკვების დამატება შეუძლიათ, მაგრამ ჭამის დაძალება მიღებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ მშობლები დეტალურად ინფორმირებულნი არიან თუ რას მიირთმევენ მათი შვილები - ეს საბავშვო ბაღების ერთ-ერთი ამოცანაა.
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი
სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა
ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა