სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

5 მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა პირველკლასელმა უნდა იცოდეს
27-11-2022
-
+


ბავშვის სკოლაში შესვლის გამო ნერვიულობა მშობლისთვის ნორმალურია. როგორც მშობელი გსურთ, რომ ბავშვი სასკოლო ცხოვრებისთვის მომზადებული სრულად იყოს, რისთვისაც წინასწარ სხვადასხვა საჭირო ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია.

კვლევებმა აჩვენა, რომ ნებისმიერი ბავშვისთვის არსებობს რამოდენიმე საბაზისო უნარი, რომლებიც სკოლაში შესვლამდე აუცილებლად უნდა იცოდეს.

სტატიაში მოყვანილია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ბავშვს სწავლის დაწყებამდე უნდა ასწავლოთ ან, განუვითაროთ.

1. მარტივი ინსტრუქციების მიყოლა

იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი სკოლაში მივა, მას მარტივი ინსტრუქციების შესრულება უკვე უნდა შეეძლოს. მასწავლებელი ბავშვს, გარკვეულ დავალებებს მისცემს რომელთა მოსმენა, გააზრება და მიყოლა უნდა შეეძლოს.

რა უნდა გააკეთოთ: მიეცით თქვენს შვილს დავალებები ყოველდღიურად, მაგალითად საკუთარი ნივთების დალაგება, ასევე გამოიყენეთ ორ და სამ ნაწილიანი ინსტრუქციები, როგორებიცაა: „აიღე შენი სათამაშოები და ჩაალაგე ყუთში“ და „მაგიდაზე კოვზები, ჭიქები და ხელსახოცები დადე“. მსგავსი ინსტრუქციების შესრულება ბავშვს ისეთ თვისებებს ჩამოუყალიბებს, რომ სკოლაში მასწავლებლის მითითებების შესრულება შეძლოს.

2. შეეძლოს საჭიროებების შესახებ საუბარი

ბავშვს აუცილებლად უნდა შეეძლოს საკუთარი საჭიროებები და სურვილები განსაკუთრებით კი მასწავლებლებთან თავისუფლად გამოხატოს.

რა უნდა გააკეთოთ: წაახალისეთ ბავშვი, რომ სრული წინადადებებით ისაუბროს, მაგალითად „წყალი მინდა, გთხოვ მომაწოდე“.

3. მარტივი ისტორიების გაგება და მოთხრობა

სკოლის პირველ წელს ბავშვმა უნდა შეძლოს ხუთ - ათ წუთიანი ისტორიები მოისმინონ და გაიგონ. მას გაკვეთილებზე მოუწევს წყნარად დაჯდომა და მასწავლებლის მოსმენა, ამისთვის კი კონცენტრაციის უნარი საჭიროა. 

რა უნდა გააკეთოთ: უკითხეთ წიგნები, რაც შეიძლება ხშირად. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც სახლში ხშირად უკითხავენ, სკოლაში წარმატების მისაღწევად მეტი შესაძლებლობა აქვთ.

4. შეეძლოს მარტივი ჰიგიენური წესების დაცვა

გარდა სწავლის უნარებისა ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ჰიგიენის საკითხები. ბავშვს სკოლაში უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად დაიბანოს ხელები ან წავიდეს საპირფარეშოში. გახსოვდეთ, რომ მასწავლებელი ყოველ წუთს მას ვერ გაჰყვება სველ წერტილებში. ის მისი აღმზრდელი არ არის.

რა უნდა გააკეთოთ: მიაჩვიეთ სკოლაში შესვლამდე დამოუკიდებლად იაროს სველ წერტილებში. შეაგუეთ იმას, რომ ტანსაცმელი მთელი დღის მანძილზე ჰქონდეს მოწესრიგებული და სუფთად. 

5. ჰქონდეს მარტივი კომუნიკაციის უნარები

პირველკლასელმა მოსწავლემ უნდა შეძლოს კომუნიკაცია თანატოლებთან. შეეძლოს გუნდურად მუშაობა და თანატოლებისთვის მარტივი ინფორმაციების გაზიარება.

რა უნდა გააკეთოთ: ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა სკოლაში შესვლამდე საბავშვო ბაღში ატაროთ, სადაც ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობას ყველაზე კარგად ისწავლის. სახლში გამოკეტვით და მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობით ზემო აღნიშნულს ვერ შეძლებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება