სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოდნით მოციმციმეებმა იარეთ ცოდნის გზაზე“ - სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური წერილი საამაყო კურსდამთავრებულებს
11-08-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის ქართულენოვანმა სექტორმა 2021-2022 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასი პირველად გამოუშვა. 

საამაყო აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს. პედაგოგებისა და სკოლის დირექციის თავდაუზოგავი შრომით მოსწავლეები სიღრმისეულ ცოდნას იღებენ, რისი დასტურიც გამოცდებზე მიღებული ქულებიც მეტყველებს. სავანეთის საჯარო სკოლის მთავარი მოტივაცია განათლებული მომავალი თაობის აღზრდაა, რომლებიც ქვეყანასა და მშობლიურ კუთხეს მომავალში გამოადგებიან.

სკოლის პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ემოციური წერილი გაავრცელა, რომელსაც etaloni.ge  გთავაზობთ.

„ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებამ ჩაიარა. წელს უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა სასკოლო ცხოვრებაში, ქართულ სექტორზე პირველად გამოვუშვით მეთორმეტე კლასი.

2 მოსწავლე ქართული სექტორიდან, 2 - კი აზერბაიჯანული სექტორიდან, სულ 4 მოსწავლე ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტუდენტები გახდნენ, ესენი არიან: ნინი გოგუაძე, ნარმინ დუნიამალიევა, ასიმ ისმაილოვი, ჰასან ალიევი. დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ ქართულ სექტორს ვინც ამთავრებს, უმაღლესში ვერ მოხვდება, პირიქით, შრომა და ცოდნა არასოდეს არ იკარგება. ეს მიღწევა კი სკოლის დირექტორის, ქალბატონ ინგა მიქელაძის დამსახურებაა.

ნარმინ დუნიამალიევმა გაჭრა „გორდიასის ეტლი“ უკან მოიტოვა ცრუ, სტერეოტიპული შეხედულებები, დაამტკიცა, რომ ცოდნას არ აქვს საზღვრები, ის უკიდეგანოა ნებისმიერ დროს შეგიძლია დაეუფლო, მისდიო, იშრომო და დაიმსახურო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.

საამაყოა, რომ ქალბატონი ინგა მიქელაძე სიღრმისეულად არის დაინტერესებული, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურად მიიღონ ცოდნა, ეზიარონ უმაღლეს განათლებას, იყვნენ პრაქტიკულები და მეტი სიკეთე მოუტანონ ოჯახს, სკოლას, თემს. ოთხივე აბიტურიენტმა კარგი ქულები აიღო.

წელს გურიიდან ახალი გადმოსული მოსწავლე გვყავდა ნინი გოგუაძე, რომელმაც საგრანტო ქულები მიიღო. სკოლის დირექტორის, ადმინისტრაციის, სასკოლო საზოგადოების, სკოლის პედაგოგების სახელით, ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ. მოსწავლის მიღწევა სკოლის მიღწევაა, მის ავტორიტეტზე მიუთითებს, ეს კი სკოლის რეპუტაციას ამაღლებს. აღნიშნული ფაქტი იქნება წამახალისებელი სხვა მოსწავლეებისთვის. მიბაძონ, გადაიღონ მაგალითი, ქცევით, შეგნებით, ზრდილობით, თავშეკავებით, ცოდნით.

ილიას თქმისა არ იყოს, „ცოდნა კი იმითია კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის, როგორც საყდარი, როგორც ეკლესია, როგორც თვითონ ღმერთი, - ერთნაირად შეიკედლებს, ერთნაირად იშვილებს ხოლმე გლეხსაც და თავადსაც, ყველას ერთნაირად მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმინდობილი და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდე...“ გაუნათლებლობა კი სიბნელეა, დახშული კარი ისევ ილიას დავესესხები პატარა მონოლოგი მინდა გაგახსენოთ:

რა არის განათლება?

- წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი, წარმოიდგინეთ თუ არა?

- წარმოვიდგინე.

- არა, იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ, ისიც დაკეტეთ.

- დავკეტე, - ვუპასუხე მე და სიცილი მომივიდა.

- ძალიან კარგი, რაკი ფანჯარაც დაკეტეთ, ფარდაც ჩამოაფარეთ.

- ჩამოვაფარე

- რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ, ოთახიც დაბნელდება, ვერაფერს დაინახავთ, უეცრად  შემოიტანეთ სანთელი, განათდა ოთახი, განათლებაც ეგ არის.

ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს: ერთ სანთელზე რომ სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად  დაიწყებს ლაპლაპსა.

ასე გულანთებულებმა, ცოდნით მოციმციმეებმა იარეთ ცოდნის გზაზე, დაიპყარით მწვერვალები, თქვენი გონიერება იყოს მეგზური, გაანათეთ არე-მარე და დადექით კარგი სპეციალისტები“, - ვკითხულობთ პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის წერილში.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 2 მოსწავლისთვის დაირეკა 
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

„ამ დღეს ყოველი კუთხე, მერხი და დერეფანი თორმეტწლიანი მეგობრობის, თავდაუზოგავი შრომისა და დიდი სიყვარულის ისტორიას ყვებოდა...“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება