სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიამაყით შემიძლია ვთქვა: ჩვენ ეს შევძელით“ - ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალშია
10-08-2022
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ამასთან, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულებია რა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ, სასკოლო ცხოვრებაშიც მონაწილეობენ და გარემოსდაცვით პროექტებშიც აქვთ წრამატებები.

ამის მაგალითია ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი, რომელიც წევრების დაუღალავი შრომის შედეგად, „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2022-ის“ ფინალში წარმატებით გადავიდა.

„ახლა სიამაყით შემიძლია ვთქვა: ჩვენ ეს შევძელით!

ტყიბულის N2 საჯარო სკოლა ისევ მოწოდების სიმაღლეზეა! ჩვენმა ეკოკლუბმაა შეძლო ის, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა... რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები მით უმეტეს, რომ პირველად ვღებულობდით ამ კონკურსში მონაწილეობას.

უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ! წვიმაში ქარში და დარში ერთად ვიდექით, როგორც ერთი დიდი ოჯახი „ერა“. სიტყვებით ვერ აღვწერთ დღევანდელ ემოციას და გამარჯვებას. ამდენ შრომად ნამდვილად ღირდა. თავი ისე წარმოვაჩინეთ, როგორც ჩვენს სკოლას ეკადრება.

პროექტმა არამარტო ეკოკლუბი არამედ მთლიანად თემი გაგვაერთიანა ჩვენი ქალაქის მდგრად განვითარებაზე საზრუნველად. უამრავი დაუვიწყარი მოგონება დაგვრჩა ზოგი ცოტა რთულიც, რადგან ნამდვილად არ იყო მარტივი ამხელა კონკურენცია გაგვეწია ისეთი გუნდებისთვის, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ. (თუმცა გვჯეროდა რომ შეგვეძლო!) დიდი მადლობა ყველას ვინც ამ ხნის მანძილზე გვერდით გვედგა. მადლობა სკოლის დირექციას, უძვირფასეს მასწავლებლებს, ქალაქის მერს, ბატონ დავით ჩერქეზიშვილს და ჩვენს ხელმძღვანელს, რომელიც აკეთებდა ყველაფერს, რომ ჩვენ ტყიბულის და საქართველოს მომავალ თაობას ჩვენი სიტყვა გვეთქვა საზოგადოებაში.

გილოცავთ თქვენც, რადგან ეს არამარტო მეორე სკოლის არამედ ტყიბულის რაიონის წარმატებაა! წინ კიდევ ერთი ფინალი და უამრავი წარმატებაა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება