სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურში 80-დან 80 ქულა მოიპოვეს
03-08-2022
-
+


გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ინგლისურ ენაში 80-დან 80 ქულების მფლობელი აბიტურიენტების ვინაობა უკვე ცნობილია.

წარმატებული აბიტურიენტებიდან ერთ-ერთი ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა ტაბიძეა ხოლო, მეორე აბიტურიენტი თბილისის N115 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ბაღუაშვილი.

ანა ტაბიძისთვის ინგლისურში ეს შედეგი მოულოდნელი არ იყო, რადგან მისთვის უცხო ენა ფაქტიურად, მშობლიურია. ანამ მომავალ აბიტურიენტებსაც საინტერესო რჩევები მისცა, რომლებიც წარმატებაში დაეხმარებიან:

„80-დან 80 ქულას სიმართლე გითხრათ ველოდი... ინგლისური არის საგანი, რომელშიც ყოველთვის საუკეთესო ვიყავი და ამ წლების განმავლობაში ჩემთვის მშობლიური ენასავით გახდა. ძალიან ვცდილობდი მაქსიმალური შედეგი მიმეღო. უმეტესად დამოუკიდებლად ვემზადებოდი, მასწავლებელთან მხოლოდ ბოლო თვენახევარი ვიარე, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდების სტრუქტურა უკეთ ამეთვისებინა.

სულ სამი საგანი: მათემატიკა, ინგლისური და ქართული ჩავაბარე. შედეგებით კმაყოფილი ვარ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვარ შეჩერებული.

ჩემთვის, სისუსტე დეტალების მიმართ ორიენტირება იყო. ისეთი ჩვევა მაქვს, ურთულესი ამოცანების ამოხსნა შემეძლო, მაგრამ შესაძლოა მცირე დეტალი გამპარვოდა. ვფიქრობ, ქართულსა და მათემატიკაში ამან დამაკლო ქულები. აი, ინგლისურში კი შევძელი პატარ-პატარა შეცდომები აღმომეფხვრა.

მომავალ აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი ინგლისურში ვურჩევდი ამ ენაზე უყურონ ფილმებს და წიგნები წაიკითხონ. მიეჩვიონ იმ ხალხის საუბრის გაგება, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. მე ძალიან დამეხმარა ეს“, - გვიყვება ანა ტაბიძე.

ინგლისურ ენაში, უმაღლესი ქულის მფლობელი მარიამ ბაღუაშვილი სწავლის გაგრძელებას სამედიცინოზე აპირებს. მისთვის ინგლისურში მიღებული ქულა მოულოდნელი არ იყო:

„რა საგნებიც ჩავაბარე ყველაზე დარწმუნებული ინგლისურში ვიყავი, რადგან ამ საგანში თავს ძლიერად ვგრძნობ. ეს ენა ბავშვობიდან მიყვარს. სულ 4 საგანი: ქართული, ინგლისური, ბიოლოგია და მათემატიკა ჩავაბარე. ამჟამად, სამედიცინოზე ვგეგმავ ჩაბარებას ქულების მიხედვით ან სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ან დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში. ჩაბარებული საგნებიდან ყველაზე რთული მაინც მათემატიკა იყო, ხოლო ადვილი - ინგლისური. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ როდესაც გამოცდაზე იქნებიან დრო სწორად გადაანაწილონ. აუცილებლად მიჰყვნენ და მოემზადონს გამოცდისთვის პროგრამის მიხედვით, რათა ზედმეტი დრო არ დაკარგონ“, - ამბობს მარიამ ბაღუაშვილი.

ასევე იხილეთ:

უცხოური ენების ტესტის ქულები ცნობილია - „ნაეკი“

ფიზიკაში 63-დან 61 ქულა მიიღო აბიტურიენტმა, რომელიც რეპეტიტორთან არ მომზადებულა

გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი - 60 ქულა მიიღო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება