| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული ჯული ჯაფარიძე ევროპის სოლიდარობის კორპუსის ეგიდით ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტში მონაწილეობს.
მან რამდენიმესაფეხურიანი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა. შედეგად, ჯული ჯაფარიძე 10 თვით, სრული დაფინანსებით, პოლონეთში, ქალაქ შჩეცინში გაემგზავრება და პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად მოხალისეობრივ საქმიანობას შეუდგება.
ჯული ჯაფარიძე საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლაში გადავიდა. უმაღლეს განათლებას კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე იღებს. ის ახლა მეორე კურსის სტუდენტია და პატარელურას, სტაჟირებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადის.
სკოლებში მისი მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი