სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„დაიღუპა როგორც გმირი“ - კემეროვოში ხანძარსშეწირული მასწავლებლის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება
28-03-2018
-
+


რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპული კემეროვოს მე-17 გიმნაზიის ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლის, ტატიანა დარსალიას სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება.

რუსულ ინტერნეტმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტატიანა დარსალია სავაჭრო-გასართობ ცენტრში ქალიშვილთან, 14 წლის ელეონორა დარსალიასთან ერთად იმყოფებოდა. ხანძრის დროს, როდესაც პანიკა ატყდა, დედამ შვილი გარეთ გაიყვანა, თავად კი სხვა ბავშვების გადასარჩენად  შენობაში დაბრუნდა, თუმცა იქიდან აღარ გამოსულა.

როგორც სოციალურ ქსელში ტატიანას მოსწავლეები წერენ, ის თავისი საქმის პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნება იყო. ტრაგიკულ ფაქტს ეხმიანება ტატიანას შვილი ელეონორა დარსალია და აღნიშნავს:

„ის იყო და დარჩება საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის, ამ დრომდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს მას შეემთხვა. ვამაყობ, რომ ის ჩემი დედაა. დაიღუპა როგორც გმირი, თავის წინ გაუშვა ბავშვები, მას სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლო,“ - წერს სოციალურ ქსელში ელეონორა დარსალია.

ტატიანა დარსალიას ცხედარს კემეროვოს ერთერთ ტაძარში დღეს დაასვენებენ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ტატიანა დარსალია საქართველოს მოქალაქე არ იყო.

25 მარტს კემეროვოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 - ბავშვია. თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მსხვერპლი გაცილებით მეტია და ხელისუფლება ამას მალავს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება