| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო. აბიტურიენტებს თავიანთ სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, რამდენიმე გამოცდის დაძლევა უწევთ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღესდღეობით, ახალგაზრდებს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ - მათი გამოცდები უფრო მარტივია და მეტის მიღწევა შეუძლიათ. არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ ახლანდელი საგამოცდო ფორმატი უფრო რთული და სტრესულია. ჩვენ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლის დირექტორ ვალოდია ზოიძეს ვთხოვეთ, თავისი აბიტურიენტობა გაეხსენებინა. მისი აზრი გამოცდების ფორმატთან და იმ ცვლილებებთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ, რაც წლების განმავლობაში განხორციელდა.
ვალოდია ზოიძის თქმით, დღეს, ახალგაზრდებს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მათ ხელი ტექნოლოგიების განვითარებამ და შემოქმედებითი მუშაობის წინ წამოწევამაც ხელი შეუწყო.
სკოლის დირექტორმა თავისი აბიტურიენტობის პერიოდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანს ცოდნა აქვს, მისი გამოვლენა ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია.
„ადრეც და ახლაც - ორივე შემთხვევაში აბიტურიენტებს ცოდნის გარკვეული დონე მოეთხოვებოდათ. მე როგორც ვატყობ, ახლა უფრო მეტი თავისუფლებაა, ახალგაზრდებს უფრო მეტი შანსი და ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ. მე როდესაც ვაბარებდი, მაშინ უფრო დაძაბულები, მეტად შეზღუდულები ვიყავით, ბარიერები და ზეწოლა იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ ადამიანს ცოდნა არ აქვს, გინდ ძველი დრო იყოს, გინდ ახალი, აზრი არ აქვს. თუ ბავშვს ცოდნა აქვს, რა ვითარებაშიც უნდა იყოს, თავის უნარებს მაინც გამოავლენს. ახლა, ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან, ტექნოლოგიების განვითარებამაც ხელი შეუწყო. მაშინ მხოლოდ წიგნზე ვიყავით დამოკიდებული. დაზეპირების მეთოდი იყო, ახლა უკვე შემოქმედებითობა გაიზარდა, ინფორმაციის მიღება და დამუშავება უფრო გაადვილებულია. ადრე ინტერნეტი ხომ არ იყო და ტელევიზიაც არ მუშაობდა ნორმალურად. ჩემი დროის აბიტურიენტობას თუ ახლანდელს შევადარებთ, მე პირადად, მაშინ ქალაქში ნამყოფი სულ 2-ჯერ ვიყავი. მესამედ რომ ჩავედი უკვე გამოცდები ჩავაბარე“,- ამბობს კარაპეტის საჯარო სკოლის დირექტორი ვალოდია ზოიძე.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება