სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სკოლაში უკვე განვსაზღვრეთ, თუ ვინ უნდა ასწავლოს ჭადრაკი“- სკოლის დირექტორები ჭადრაკის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებით
01-07-2022
-
+


საქართველოს საჯარო სკოლების პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. მოსწავლეები ამ საგანს ახალი სასწავლო წლიდან გაივლიან. ჩვენ სკოლების დირექტორებს ვკითხეთ, არის თუ არა მათი სკოლა მზად ეს საგანი ასწავლოს, შეარჩიეს თუ არა პედაგოგი და გაიარეს გადამზადება. 

ჯუმბერ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის პედაგოგები ჭადრაკში, რა თქმა უნდა, გადაემზადებიან, რათა პირველკლასელებს მზად დახვდნენ. ვფიქობ, ამ საგნის სწავლება მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლოა. პედაგოგეგბიც საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უდგებიან.

ალისა აბაჯიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რომ პირველკლასელებს ჭადრაკი სავალდებულო საგნად ვასწავლოთ, ჩვენი სკოლა უკვე მზადაა. ჩვენ გვყავს პედაგოგი, რომელიც გადამზადებულია, სწორედ ის ასწავლის ჭადრაკს. შესაბამისად, ჩვენთან მოსწავლეებს მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო ელოდებათ.

ალა მეგრაბიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჭადრაკის პედაგოგი ჯერ არ შეგვირჩვია. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით შევჯერდებით, რა თქმა უნდა, შერჩეული მასწავლებლი გადაემზადება, რათა პირველკლასელებს მზად დავხვდეთ. 

ნოდარ მგელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა უკვე მზადაა იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წლიდან პირველი კლასის მოსწავლეებს ჭადრაკი ვასწავლოთ. გვყავს პედაგოგი, რომელიც შესაბამისადაა გადამზადებული და ამ მხრივ, არავითარი პრობლემა არ შეგვექმნება. მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო გარემოს შევთავაზებთ. 

ანტეი ტერსენოვ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, წელს სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები არ გვეყოლებიან. რაც შეეხება ჭადრაკის მასწავლებლის საკითხს, ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მოემზადებიან. ვფიქრობ, რომ შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ, შეძლებენ, რომ პირველკლასელებს საგანი სრულყოფილად ასწავლონ.

აზარ გეიდაროვი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში უკვე განვსაზღვრეთ, თუ ვინ უნდა ასწავლოს ჭადრაკი. ეს პედაგოგი გადამზადებული არ არის, თუმცა ჭადრაკი ისედაც იცის და ვფიქრობთ, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ის მოსწავლეებს თავის ცოდნას წარმატებით გადასცემს და ამ საგნის ათვისებაში დაეხმარება.

მგერ ტოროსიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლისთვის პირველი კლასის მოსწავლეებს ყველანაირად მზად დავხვდებით. ჭადრაკის მასწავლებელიც შევარჩით, თუმცა გადამზადება ჯერ არ გაუვლია. თუ საჭირო იქნება, ის, რა თქმა უნდა, გაივლის ტრენინგებს, რათა მოსწავლეებს ეფექტურად ასწავლოს.

ვაჟა ზურნაჩიან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველკლასელებისთვის ჭადრაკის მასწავლებელი უკვე შევარჩიეთ. ის აუცილებლად გადაემზადება. ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს მომზადებულები დავხვდებით. ჩვენს სკოლაში მთლიანად მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს ვქმნით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

„ბაღებში სამუშაო საათები გაგვიზარდეს, შესვენებას ვერ ვიყენებთ“- რას პასუხობს საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი პედაგოგებს

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება