სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

თბილისის N212 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბაჩო მირზაშვილი საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია
30-06-2022
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, ბაჩო მირზაშვილის წარმატება.

მეათეკლასელი საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანნის“ ყოველწლიური პროექტში „წიგნიერი და პატრიოტი თაობა 2022“ მონაწილეობდა და ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.

პროექტის გამოსაშვები საღამო 15 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა.

პროექტში 40 სკოლა იყო ჩართული და ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა. ფინალური ეტაპის თემად კი ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა და მსოფლიო რელიგიების ისტორია იყო.

დაძაბულ ბრძოლაში თბილისის N212, N145 და N103 საჯარო სკოლების გუნდმა გაიმარჯვა, რომლის წევრი მეათეკლასელი ბაჩო მირზაშვილი გახლდათ; გუნდმა ტაო-კლარჯეთის საგზური მოიპოვა. გარდა ამისა, ტესტირების მიხედვით, (ინდივიდუალურად) გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

„პროექტი „წიგნიერი და პატრიოტი თაობა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „დავითიანნის“ ორგანიზებით, 2008 წლიდან ხორციელდება. იგი გულისხმობს არაფორმალურ სწავლებებს და შეხვედრებს მოწვეულ ლექტორებთან, მათ შორის, ფსიქოლოგებთან.

P.S. პროექტის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

  1. სტრესი. რა არის სტრესი, ბულინგი და ემოციური გადაწვა. როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე, როგორ დავიცვათ თავი და გავუწიოთ დახმარება ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
  2. ოჯახი და გარემო. აღზრდის სტილები, მათი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. როგორ ვიურთიერთოთ მშობლებთან და გამოვხატოთ ჩვენი განცდები და ემოციები. კონტაქტის საუკეთესო მექანიზმის შერჩევა.
  3. მეგობრები და მათი გავლენა. სოციალური ურთიერთობები, კონფლიქტები და მათი მოგვარების ტექნიკები. მოლაპარაკების ძირითადი ასპექტები. როგორ გავლენას ახდენს სამეგობრო წრე ინდივიდის განვითარებაზე.
  4. კარიერის დაგეგმვა და მართვა. როგორ დავგეგმო კარიერა, რა არის ჩემი ინტერესის სფერო, ამის გამოკვლევა და შემდგომი მართვის სტრატეგიების შემუშავება“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება