სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემია“ ყვარლის მკვიდრ ბავშვებს საჩუქრად გადაეცა - ბავშვები სასკოლო ცხოვრებას მომზადებულები შეხვდებიან
24-06-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ზურაბ ნემსაძემ და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში საბავშვო ბაგა-ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს სასკოლო მზაობის წიგნი+რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.

ეს გახლდათ ადგილობრივი პატარებისთვის მოწყობილი ნამდვილი დღე-სასწაული... ბავშვები სახელმძღვანელოს გაცნობით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, სათითაო ფურცელს ყურადღებით ათვალიერებდნენ და ერთი სული ჰქონდათ, შინ დაბრუნებულებს ყველა სახალისო, შემეცნებითი თავსატეხი თუ დავალება, დედიკოებსა და მამიკოებთან ერთად შეესრულებინათ.

დღეს ეს პატარები ბაღის უსაყვარლეს მასწავლებლებს დაემშვიდობნენ, ხვალ ისინი უკვე პირველკლასელები იქნებიან; სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ის ფუნდამენტური ცოდნა თუ უნარები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში აუცილებელია და სწორედ ამ საფუძველს მისცემს თითოეულ მათგანს „პირველკლასელთა აკადემია“. 

ზოგადად, მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვა ჩვენი, უფროსების, უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს, „პირველკლასელთა აკადემია“ კი ის საძირკველია, რომლის ჩაშენებაც თითოეული მოზარდის განათლებაში აუცილებელია. 

„ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი + რვეული შინაარსით მართლაც უნიკალურია - ის მომავალ მოსწავლეებს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის - სკოლისთვის ამზადებს და მომავალი თაობების განათლებაში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს.

განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა ერთხმად აღიარებს, მით უმეტეს, რომ სახელმძღვანელო სასკოლო სწავლების სამივე მოდელს: დისტანციურს, ჰიბრიდულს, დასწრებითს აერთიანებს და ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის ყველა აღსაზრდელს გადაეცემა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება