სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინ უკეთ იცნობს საქართველოს?“- ქუთაისის N40 სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
23-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობდნენ. 

სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში - „ვინ უკეთ იცნობს საქართველოს?“ ჩატარდა.

მასში მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. თამაში ღია, დახურული ტიპისა და ფოტო კითხვებს მოიცავდა.

კონკურსში შედეგი კლასები მონაწილეობდნენ:

  • მე-6ა (დამრიგებელი: თეა მეშველიანი) კლასის ორი გუნდი: „სინათლე” და „შავი მარგალიტი”;
  • მე-6ბ (დამრიგებელი: ნინო ბანცაძე) კლასის სამი გუნდი: „მზის შვილები“, „ბავშვები 407-ე ოთახიდან“, „მუშკეტერები“;
  • მე-6გ (დამრიგებელი: ვახტანგ შარადენიძე) კლასის ერთი გუნდი „ევრიკა“;
  • მე-6დ (დამრიგებელი სალომე საგანელიძე) კლასის სამი გუნდი: „არწივები“, „ედელვაისი“, „შევარდენი“.
თითოეული გუნდი 6 მონაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა ღირსეულად ისპარეზეს.

კონკურსი სულ 5 ეტაპად გაიმართა. 

ბოლოს ერთმანეთს შეხვდა 4 ტურის შედეგად გამოვლენილი ყველაზე მაღალქულიანი გუნდები შეხვდნენ. ესენი იყვნენ „მზის შვილები”, ,,შევარდენი”, ,,შავი მარგალიტი” და ,,ბავშვები 407 ოთახიდან”.

ბოლო ეტაპზე გაიმართა ბლიც კითხვების ეტაპი, სადაც სუკეთესო შედეგი მიიღო გუნდმა „ბავშვები 407-ე ოთახიდან” (მარიამ როინიშვილი, გიორგი გელენიძე, მე-6ბ კლასი დამრიგებელი: ნინო ბანცაძე). ქულების დაჯამების შემდეგ პირველი ადგილი წილად ხვდა მე-6ა კლასის გუნდს „შავი მარგალიტი”, მათ 46 ქულა დააგროვეს.

შეხვედრებს ისტორიის პედაგოგი ნინო ბანცაძე უძღვებოდა.

„კონკურსის მიზანი ეფუძნებოდა საგნის ჩვენი საქართველოს ეროვნულ მიზნებს : საზ.მეც.დაწყ.(II).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსთან (მაგ.: სახელმწიფო, ისტორიული მემკვიდრეობა); (ისტორიული უნარები). საზ.მეც.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა/გამოვლენა;( გეოგრაფიული უნარები). შესაბამისად კონკურსის კითხვები წარმოდგენილი იყო ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფის თემებიდან.
მეორე ადგილები გადაინაწილეს თანაბარი ქულებით მე-6ბ კლასის გუნდებმა (დამრიგებელი: ნინო ბანცაძე): ,,მზის შვილები“- 43 ქულა, ,,ბავშვები 407-ე ოთახიდან“-43, მესამე ადგილი წილად ხვდა მე-6დ კლასის(დამრიგებელი: სალომე საგანელიძე) გუნდს -,,შევარდენი“- 38 ქულა. კონკურსში აქტიურად გაოირჩეოდა მე-6ბ და მე-6დ კლასები, რადგან თითოეული ამ კლასიდან ჩართული იყო 18 მოსწავლე. ნომინაცია გამარჯვებული კლასი ყველა ეტაპის დაჯამებული ქულების მიხედვით გახდა მე-6ბ კლასი (ჯამი 111 ქულა). მეორე ადგილი მე-6დ კლასი (ჯამი 68 ქულა), მესამე ადგილი მე-6ა კლასი (ჯამი 54 ქულა), მეოთხე ადგილი მე-6გ კლასი (ჯამი 22 ქულა). კონკურსი იყო მეტად საინტერესო, შემეცნებითი, სახალისო. ორიენტირებული მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გაღრმავებისკენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით!“

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და ძალისხმევით შეიქმნა განსაკუთრებული დღე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება