| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორ სალომე სარალიძეს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის. . .
- ურთიერთობები, ადგილი სადაც ადამიანი სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობას სწავლობს.
- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- კლასში შევდივარ და გაკვეთილი იწყება.
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- განვლილი წლის ანალიზი და მომავალი წლის უკეთ დაგეგმვის პასუხისმგებლობაა.
- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი.
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განხორციელების აქტიური პროცესებით. სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე, რომელსაც ვფიქრობ, რომ თავი ღირსეულად გავართვი.
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- ხშირად მისცენ ბავშვებს დასვენებისა და თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობის საშუალება.
- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- საგნობრივ კათედრებთან ერთად ვაჯამებ განვლილს და ვგეგმავთ ახალ სასწავლო წელს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას