სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ყანჩელი“ - წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ქართველი კომპოზიტორის ხსოვნას პროექტი მიუძღვნეს
23-06-2022
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. 

სწავლის დასასრულს წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კონსულტანტ მასწავლებლის მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩვენი ყანჩელი“ განახორციელეს. პროექტი გია ყანჩელის უკვდავ ხელოვნებას და მის ხსოვნას მიეძღვნა.

პროექტზე მუშაობისას ბავშვებმა გია ყანჩელის კომპოზიციებით გაფორმებული კინოფილმების კადრების ამსახველი ფოტოებით დაამზადეს შთამბეჭდავი კედლის გაზეთი და power point-ის პროგრამაში შექმნეს გია ყანჩელის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ამსახველი სტატია, რამაც უფრო ნათლად წარმოაჩინა მათი საყვარელი კომპოზიტორის ცხოვრება და შემოქმედება.

„მოსწავლეებმა ცოდნა და შრომა არ დააკლეს, რომ პროექტი სრულყოფილი გამოსულიყო. ამაში ისიც დაეხმარათ, რომ ღონისძიებაზე ცოცხლად შესრულდა სკოლის ყველა კლასის მოსწავლის მიერ ყანჩელის ის უკვდავი სიმღერები კინო ფილმებიდან, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც ყველა თაობაში აქტიურად  ისმინება და იმღერება.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ სკოლა არის საბაზო საფეხურის და ეს პროექტი სიმბოლურად მიეძღვნა ჩვენს კურსდამთავრებულ მოსწავლეებს, რითაც მათ ერთგვარად გზა დავულოცეთ მაღალ საფეხურზე წარმატებული სწავლისა და განათლებისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს პროექტში აქტიური მონაწილეობისა და სკოლასთან აქტიური თანამშრომლობისთვის სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება