სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„კითხვების ფორმატი საშუალებას გვაძლევს ცოდნა მაქსიმალურად გამოვავლინოთ“ - წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე ცნობილია
21-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

17 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ წყალტუბოს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა IX კლასის მოსწავლე გიგი კიკალიშვილმა მოიპოვა

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა წყალტუბოელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, მერიის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ პირადად მე მივესალმები; პროექტი, რომ აუცილებელია და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ეს ფაქტია. ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ისეთ, პროექტს, როგორიც „ეტალონია“ ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენმა სამმა მოსწავლემ მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას ჩემპიონატში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პროექტში მონაწილეობა მივიღოთ, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ბატონი გოჩა ტყეშელაშვილია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მხარდაჭერას ვუცხადებთ ახალგაზრდებსა და იმ პროექტს, რომელიც მათ მომავალ განვითარებას ეხმარება. მინდა, თითოეულ ახალგაზრდას წარმატება ვუსურვო.

რიმა მარგიანი, წყალტუბოს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პროექტში აქტიურად მონაწილეობს. პროექტს მოსწავლეების მხრიდან ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია მსგავს შემეცნებით პროექტებს მუდამ მიესალმება და ყოველთვის მზად არის „ეტალონს“ გვერდში დავუდგეთ. რა თქმა უნდა, ვისარგებლებ შემთხვევით და მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის IX კლასელ გიგი კიკალიშვილს მივულოცავ „წყალტუბოს ეტალონ მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენის მხრივ, კი იმედი გვაქვს „ეტალონთან“ თანამშრომლობას კვლავ განვაგრძობთ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება, ჩართულობა მოდის და ეს ძალიან კარგია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოსწავლეებს მხოლოდ გასართობი პროექტები კი არა, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებიც ძალიან უყვართ.

ლიკა გუგუსიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენელი:

ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ნამდვილად საჭირო და ამავდროულად, წარმატებული პროექტია. „ეტალონს“ ყოველ წელს სიამოვნებით ვმასპინძლობთ. მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს, რადგან ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, მომავალი წლიდან კონკურსი პირდაპირ რეჟიმში ჩატარდება; ბავშვების ემოციები უფრო თვალსაჩინოა და შეჯიბრი უფრო მომხიბვლელი იქნება მოსწავლეებისთვის. ჩვენს მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად მოდის ინფორმაცია, რომ ბავშვები პროექტში ჩასართავად ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და დიდი მოლოდინი აქვთ. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებისთვის საჭიროა. რაც ყველაზე კარგია, პროექტში ბავშვების ცოდნა ფასდება და ამ ცოდნისა თუ განათლების გამომზეურება ხდება. მიგვაჩნია, რომ „ეტალონი“ ბავშვების შემდგომი წარმატებების საწინდარია.

მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“ ყოველთვის მაღალია. 2022 წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მეორე ტურში 54 მოსწავლე მონაწილეობდა. რესურსცენტრი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად უჭერს მხარს პროექტს. ვფიქრობთ, ახალგაზრდების მოტივაციისთვის, მათი უნარებისა და ცოდნის გამოვლენისთვის ჩემპიონატში ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ვულოცავთ „წყალტუბოს ეტალონ მოსწავლეს“, მამუკა სამაკაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის IX კლასელ გიგი კიკალიშვილს მოპოვებულ გამარჯვებას.

გიგი კიკალიშვილი - „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“,  მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა:

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. სიმართლე, რომ ვთქვა პროექტში ამ წარმატებას არ ველოდი. „ეტალონში“ პირველად ვმონაწილეობდი და ეს გამარჯვება კიდევ უფრო სასიხარულოა. ჩემი წარმატება სკოლის სახელია და პედაგოგების დიდი დამსახურებაა, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა ეს შედეგი დავდეთ. ყველა მოსწავლეს ვურჩევ, „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთონ, რადგან ეს მათი მომავლისთვის კარგია და ძალიან დიდი გამოცდილებაა. არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ თუ არა, მაინც ძალიან კარგი და მნიშნველოვანია მონაწილეობა.

ნარგიზი ფირცხალავა, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე გითხრათ, ჩვენი მოსწავლეების ეს უდიდესი წარმატება ძალიან გაგვიხარდა. მათი ეს წარმატება იმ მხრივ იყო მოულოდნელი, რომ საბედნიეროდ წარმატებული მოსწავლეები მხოლოდ ჩვენს სკოლაში კი არა, მთელს ქალაქში არიან, ამიტომაც პირველი ადგილების დაკავება, მაინც სიურპრიზი იყო. ჩვენი ყმაწვილებისგან მოლოდინი გვქონდა, რომ კარგ ადგილებს დაიკავებდნენ, რადგან ძალიან მოწესრიგებული, ცოდნით გაჯერებული მოსწავლეები არიან. ბევრს კითხულობენ და ინტერესის ვრცელი არეალი აქვთ. „ეტალონში“ ამ ბავშვების წარმატება იმის მაჩვენებელია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი იღწვის, რათა ბავშვებს ფორმალური და არაფორმალური განათლება უმაღლეს დონეზე მისცენ. ქვეყანას აღუზარდონ ღირსეული და თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტებზე მორგებული ახალგაზრდები. 

„ეტალონი“ მოსწავლეებს ჰმატებს თავდაჯერებულობას, აძლევს სურვილს რაც შეიძლება მეტი ისწავლონ, გაიფართოონ ცოდნის არეალი, დაუახლოვდნენ ძალიან ბევრ ადამიანს და ჰქონდეთ დადებითი ემოციები. „ეტალონი“ ნამდვილად კეთილ და საჭირო საქმეს აკეთებს. მინდა მადლობა, გადავუხადო, რომ ასეთი კარგი პროექტია და ამდენ ახალგაზრდას უყვარს.

დავით აფხაძე, მეორე ადგილის მფლობელი, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა:

სიმართლე ვთქვა, ინტელექტ-ჩემპიონატში მეორე ადგილის მოპოვება მოულოდნელი იყო ჩემთვის. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ამავდროულად, უაღრესად გამიხარდა, რომ I, II, III და IV ადგილები ჩვენი კლასიდან მოვიპოვეთ. ერთმანეთს ძალიან ვგულშემატკივრობდით და რჩევებსაც ვაძლევდით. ჩემს თანატოლებს აუცილებლად ვურჩევ „ეტალონის“ პროექტში აქტიურად ჩაერთონ, ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან. არ არის აუცილებელი I ან II ადგილები მიიღონ, მთავარი მონაწილეობაა. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც გავიგე მეორე ადგილი მოვიპოვე ძალიან გამიხარდა, ასევე, ვთვლი, რომ ეს ჩემი მომავალი დიდი გზისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დიტო ბაღიშვილი, მესამე ადგილის მფლობელი, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა:

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის კითხვები ძალიან მომეწონა. გამოკითხვის სტილი იყო ძალიან კარგი და შეკითხვები ვრცლად დასმული, რაც საშუალებას იძლევა ცოდნა მაქსიმალურად გამოვავლინოთ. პირადად მე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა ძალიან მომეწონა. ჩემი და ჩემი კლასელების წარმატება პედაგოგების დამსახურებაა, რადგან ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი გვასწავლონ. „ეტალონმა“ სწრაფად გააზრება მასწავლა და მომცა უდიდესი გამოცდილება, რომ ყველაფერს უნდა მოველოდე.


გიორგი ბენიძე, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ და I, II, III და IV ადგილები ჩვენს სკოლას ხვდა წილად. ეს მთელი სკოლისთვის და თითოეული პედაგოგისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რადგან გაწეული შრომა პრაქტიკაში აისახა და რეალურად დაფასდა. ნებისმიერ კონკურსი ვთვლი, რომ ბავშვს მენტალურად და პიროვნულად ზრდის, მით უმეტეს, როდესაც „ეტალონის“ მსგავს მაღალი რანგის კონკურსში მონაწილეობს... ეს უკვე გამარჯვებაა. გამარჯვება კი მოსწავლის თვითშეფასებას ამაღლებს და უფრო მეტად ავითარებს. ჩვენი სკოლა თითოეული მოსწავლით ამაყობს. მათი წინ გადადგმული ნაბიჯი პედაგოგებისთვის სასიხარულოა და დიდი მოტივაცია.

ასევე იხილეთ:

„კითხვების ფორმატი საშუალებას გვაძლევს ცოდნა მაქსიმალურად გამოვავლინოთ“ - წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე ცნობილია

2022 წლის „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„მოსწავლეებისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ პროექტებში ერთვებიან“- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა

წყალტუბოელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება