სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეებისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ პროექტებში ერთვებიან“- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
17-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 17 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები საუბრობენ.

მამუკა ქვაჩაკიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც მოსწავლეთა განვითარებისთვის კარგია. მასში ჩართულობით ბავშვები თავიანთ უნარებსა და ცოდნას ავლენენ. გარდა ამისა, უფრო მეტად ვითარდებიან. ჩემი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულობა, როგორც ვიცი, მაღალი იყო. შარშან მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ჩემი სკოლიდან იყო. სხვა მოსწავლეებმაც რომ შეხედეს, მონდომების შემთხვევაში, წარმატების მიღწევა შესაძლებელია, უფრო დიდი ინტერესით შეუდგნენ მომზადებას. ზოგადად, ჩემი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ.

ლიუდმილა ლექვინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, ჩართულობაც შესაბამისი იყო. მოსწავლეები დაინტერესებულები იყვნენ. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალზედ საინტერესო პროექტია, რომელიც ყველანაირად გამართულია. ამიტომაც ჩემს მოწონებას იმსახურებს. ინტელექტუალური კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის აუცილებელია, ამით ისინი თავიანთ ცოდნას კიდევ უფრო განიმტკიცებენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, რომ „ეტალონთან“ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს.

გოჩა ძნელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ონლაინ ტესტირების პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა. ჩვენს სკოლაში ზოგადად, კონტინგენტის სიმცირეა და მოსწავლეებიც შესაბამისად ჩაერთნენ. გასულ წლებში ზოგჯერ ვერ ვმონაწილეობდით „ეტალონში“, რადგან შესაბამისი საფეხურის მოსწავლეები არ გვყავდა. მთელ სკოლაში სულ 4 მოსწავლეა. პროექტი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო და საინტერესოა.

შოთა კუბლაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეები მოხარული იყვნენ. თითოეული მათგანისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ პროექტებში ერთვებიან. მოსწავლეების სიხარულსა და მათ დამოკიდებულებას მეც ვუერთდები, ჩემთვისაც მისაღებია. იმ უამრავ ადამიანს შორის, ვინც „ეტალონს“ მხარს უჭერს, ერთ-ერთი მეც ვარ.

ასევე იხილეთ:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

წყალტუბოელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება