სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
22-03-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხაშურში, ბათუმსა და ზესტაფონში აბიტურენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. შეხვედრებზე ცენტრის წარმომადგენლები რეგისტრაციისა და 2018 წლის გამოცდების სიახლეებზე ისაუბრებენ, აგრეთვე აბიტურიენტთა კითხვებს უპასუხებენ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს  დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აპლიკანტები რეგისტრაციას ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) გადიან. 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება მას აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეებია: 

• აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეუძლიათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდა გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ. 

• არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება. 

• ზოგადი უნარების ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი, რაც აბიტურიენტებს უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

• ცენტრი თითოეულ აბიტურიენტს უზრუნველყოფს შესაბამისი გელიანი (ტუშის) კალმისტრით, თუმცა აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმის შეტანა შეეძლება (0,5მმ-დან 0,7მმ-მდე ბურთულიანი წვერით).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება