სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან“- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
27-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციადქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

27 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ყაზბეგელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 59 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 27 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ეკა ჩაბაიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით დაინტერესებულები იყვნენ. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ისინი მსგავს შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ეს მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან, რაც ძალიან კარგია. ჩვენ „ეტალონში“ ყოველ წელს საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობთ.

ხათუნა ქუქიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო. რაც მთავარია, პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა. ბავშვებისთვის, ზოგადი განათლების გასამდიდრებლად და გამოცდილების მისაღებად, მსგავს კონკურსებში მონაწილეობა ძალიან კარგია. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კითხვებზე პასუხების გასაცემად უფრო მეტ დროს ისურვებდნენ. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, „ეტალონში“ კი ორი-სამი მოსწავლე თითქმის ყოველ წელს მონაწილეობს. სამწუხაროდ ამჯერად, მეორე ეტაპზე ვერ გადავედით.

დიანა ქუშაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, მოსწავლეთა განვითარების, ცოდნის გამოვლენის და შესაძლებლობების დამტკიცებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მასში ყოველ წელს ვერთვებით. მივესალმებით ამ პროექტს და თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ორგანიზებულად ჩაიარა.

ანზორ ხვედელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ძალიან კარგად ვართ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ განწყობილი. მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შარშანდელი გამარჯვბით ახლაც გახარებულები ვართ, მთელ საქართველოს მოვუგეთ. ამან სხვა მოსწავლეებზეც დადებითად იმოქმედა. ჩემი სკოლის იმ მოსწავლეებიდან, ვისაც შესაბამისი ასაკი აქვთ, „ეტალონში“ ყველა მონაწილეობს.


ასევე იხილეთ:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ყაზბეგელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება