სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულით გემშვიდობებით“- ძველი ხიბულის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სევდანარევი სიხარულით გააცილეს
24-05-2022
-
+


ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლაში კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალს უსურვებენ, ცრემლნარევი სიხარულით ემშვიდობებიან და იმედოვნებენ რომ მათი წინსვლით შემდგომშიც იამაყებენ. 

„კიდევ ერთი დაფრთიანებული კლასი... კიდევ ერთხელ გამოთქმული მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები... ოცნებები... სურვილები... იმედები... კიდევ ერთხელ თვალშევლებული ბავშვობა და სკოლის კედლებში გატარებული 12 ცრემლიან-სიხარულიანი წლის გახსენება.

„ბოლო ზარი“ ერთდროულად სიხარულთან და ცრემლთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.

20 მაისი დღე, როცა მე-12 კლასელები ამთავრებენ სკოლას და მათთვის ირეკება „ბოლო ზარი“...

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი გილოცავთ სკოლის დამთავრებას და სიყვარულით გემშვიდობებით!!!! გისურვებთ, ბედნიერებით, სიხარულით, წარმატებებით აღსავსე წლებს ღმერთმა ბედნიერად და ღირსეულად გატაროთ ცხოვრების გზაზე! ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება