სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით“ - ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს
24-05-2022
-
+


ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და გზა დაულოცეს.

მოსწავლეებმა კი თავის მხრივ, მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

კურსდამთავრებულებს სკოლაში წარმატებას უსურვებენ და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით. 

„ჩვენო, ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ შინაარსიან, საინტერესო, ბედნიერ და ნათელ მომავალს! გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით. უფალი გფარავდეთ თითოეულ თქვენგანს!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება