სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

4 მიმართულება, რის მიხედვითაც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები გამოცდაზე შემოწმდებიან
28-05-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს ვრცელი თეორიული მასალის წაკითხვა და დამუშავება უწევთ. პედაგოგებისგან, რომლებსაც ჯერ საგამოცდოდ მზადება არ დაუწყიათ, ხშირად გაიგებთ ფრაზას „არ ვიცი საიდან დავიწყო“, „რომელი საკითხი დავამუშავო ყველაზე კარგად, რომ მაღალი ქულა მივიღო?“ და ა.შ.

საგამოცდო პროგრამაში დეტალურადაა აღწერილი ის 4 მიმართულება, რის მიხედვითაც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები გამოცდაზე შემოწმდებიან, შესაბამისად, პედაგოგებმა საგამოცდოდ მზადებისას სწორედ ამ ჩამონათვალის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ.

გთავაზობთ საკითხებს, რომელთა ცოდნა სტატუსის ამაღლების მსურველებს მოეთხოვებათ:

  • სკოლის/თემის და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
  • ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა
  • სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა
  • მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გაზიარება

თუ რა მოიაზრება თითოეულ მიმართულებაში, იხილეთ ვრცლად წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა.

შეგახსენებთ, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 70 ქულიანია, საიდანაც წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა კი - მინიმუმ 53 ქულა.

საგამოცდო ტესტში 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა, მათგან: 22 - არჩევითპასუხებიანი; 2 - შესაბამისობის; 8 კი - ღია დავალება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება