სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლის ტექკლუბის წევრები პროფესიული ორიენტაციის ტრენინგებში მონაწილეობდნენ
11-05-2022
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და მნიშვნელოვან პროექტებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით, 10 მაისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები ჩატარდა. რომელსაც აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ტექკლუბის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ მღებრიშვილმა მომავლის პროფესიებზე, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტმა მურო თაკალანძემ კარიერულ განვითარებასა და სტრატეგიებზე ისაუბრა.

დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და სპიკერებს საინტერესო დღისთვის. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University , საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება