სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წლის ბოლოს თითოეული მოსწავლე წერილობით უნდა შეფასდეს - დამრიგებლებმა სხვა საგნის მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაცია უნდა გაითვალისწინონ
22-05-2022
-
+


სასწავლო წლის ბოლოს IV კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეულ მოსწავლეზე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება უნდა დაწერონ.

წერილობითი დახასიათების დაწერას პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმა ავალდებულებს. მასში უნდა აღინიშნოს მოსწავლის აკადემიური მიღწევები, როგორ სძლევს მოსწავლე ამა თუ იმ საგანში სასწავლო პროგრამას, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და ა.შ.

შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, სადაც დამრიგებელი დეტალურად აღწერს მოსწავლის შესაძლებლობებს, მხოლოდ მე-4 კლასში იწერება, ხოლო I,II,III კლასებში პედაგოგმა მოსწავლეთა მოკლე შეფასებები უნდა მოამზადოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებით კლასებში, I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

IV კლასის დამრიგებელმა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეულ მოსწავლეზე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწერონ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება