სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მათ ეხმარებათ შეაფასონ, თუ რა დონის ცოდნა გააჩნიათ“- გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
04-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

3 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი გურჯაანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 06 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მაკა კუპრაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული. მოსწავლეების მხრიდან დიდი ჩართულობა და დაინტერესებაა. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ბავშვებს „ეტალონის“ მასწავლებელი წინასწარ ამზადებს. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, ისინი ბევრ ახალ რამეს გებულობენ და მეტად აქტიურდებიან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ჩემპიონატში გასულ წლებშიც ვმონაწილეობდით. 

ლამზირა ყორჩაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლიდან საქართველოს ეროვნულ-ინტელექტ ჩემპიონატში 2 მოსწაველე მონაწილეობდა, მათგან ერთი მეორე ეტაპზე გადავიდა. ამ ჩემპიონატს ძალიან დადებითად შევაფასებდი, კმაყოფილები ვართ ჩვენც და მოსწავლეებიც. „ეტალონი“ მათ მოტივაციას აძლევს და სწავლის სურვილს კიდევ უფრო უღვივებს. ჩვენ მის მიმდინარებში ადრეც ყოველთვის ვერთვებიდით.

ეთერ ქევხიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კალაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, ეს მოსწავლეებს ახალისებთ და მათი სწავლის მოტივაციაზეც აისახება. სკოლიდან ბავშვები უპრობლემოდ ჩაერთნენ, ქულებიც იციან. ჩვენ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველ წელს ვმონაწილეობთ. 

ნონა მენაბდიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. გარემოც უსაფრთხო იყო. ინტელექტ-ჩემპიონატის ტესტირებით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ჩვენც მოხარული ვართ და „ეტალონს“ მადლობას ვუხდით. ვფიქრობთ, შემდგომში თანამშრომლობასაც. მსგავს ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებზე დადებითად აისახება. რაც ინტელექტ-ჩემპიონატში ჩაერთნენ და ტესტები შეასრულეს, სხვა მოსწავლეებიც დაინტერესდნენ. ვფიქრობ, რომ ამით მათი ერუდიცია მაღლდება, ეს პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოსწავლეები მობილიზებულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჩემპიონატში გასულ წლებშიც ვმონაწილეობდით, „ეტალონი“ მაშინაც ბევრის მომცემი იყო და ჩვენ გამარჯვებული მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გვყავდა, ასე რომ ჩვენთვის „ეტალონთან“ თანამშრომლობა უცხო არ არის.

თამაზ აბესაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობის მიღება ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა. ისინი შემდეგ საკუთარ თავს აფასებენ, თვითკრიტიკულები არიან და არკვევენ რა იციან და რაში უნდა გაიღრმაონ ცოდნა. „ეტალონი“ მათ ეხმარებათ შეაფასონ, თუ რა დონის ცოდნა გააჩნიათ. ტესტირების პროცესმა კარგად, მშვიდად ჩაიარა. ჩვენ „ეტალონში“ გასულ წლებშიც ვმონაწილეობდით და მეორე ეტაპზე მოსწავლეები შარშანაც გადავიდნენ.

 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება