სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვიყოთ ჯანმრთელები“ - ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე ქვიტირის საჯარო სკოლაში
14-04-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ქვიტირის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. წარმატებით მიმდინარეობს პროექტი - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება.

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ღონისძიება „ჯანმრთელობა ადამიანის კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა“. ღონისძიების მიზანი გახლდათ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება ჯანსაღ კვებაზე, ჰიგიენასა და სპორტზე. დაასახელეს და დაახასიათეს ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტი, ისაუბრეს ასევე ჰიგიენისა და სპორტის მნიშვნელობაზე. პატარებმა კი მონაწილეებს დაურიგეს საკუთარი ხელით დამზადებული ბუკლეტები- მოწოდებით - „ვიყოთ ჯანმრთელები“.

განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ღონისძიების დასასრულს გამართული სპორტული შეჯიბრი მკლავჭიდში, სადაც გაკარჯვებულიც კი გამოვლინდა. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები პედაგოგები: მიმოზა ჩოგოვაძე, თემური სალდაძე, ჯულიეტა ჭეიშვილი და მაია ბაჯაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება