| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო მცდელობა,რომ 8 მარტი ჩაენაცვლებინათ 3 მარტით, დედის დღით, მაგრამ კარგია, რომ საბოლოოდ დაგვრჩა ორი დღესასწაული - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. 8 მარტს მაინც სხვა დატვირთვა აქვს. ეს არ არის საბჭოთა დღესასწაული, ქალთა საერთაშორისო დღეა და ქალებს ბევრი რამ აქვთ მისაღწევი რეალური თანასწორობისთვის. ამიტომ, ამ დღეს და საერთოდ, ამ კვირაში ჩვენთან ტარდება ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება. ქალთა უფლებები, თანასწორობა, გენდერული საკითხები აქტუალურდება ადამიანების ცნობიერებაში. საკმაოდ შორს ვართ რეალური თანასწორობისგან, მაგრამ საკმაოდ წინ ვართ იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ქალთა პრობლემები სერიოზულ თემად აღიქმება და ეს კარგია.
ნანუკა ჟორჟოლიანი - ტელეწამყვანი: 8 მარტის დიდად მოყვარული არ ვარ. მგონია, ქალებს რაღაც დღეები არ გვჭირდება, რომ კაცებს გავახსენდეთ, თუმცა არიან კაცები, რომლებსაც არასდროს ახსოვთ, რომ ქალი უნდა გაანებივრონ და ხანდახან ყვავილების თაიგული მაინც აჩუქონ. ასეთი კაცებისთვის ალბათ კარგია 3 და 8 მარტი რომ არსებობს, რადგან ამ დღეებში მაინც გაახსენდებათ ეს ამბავი, მაგრამ, მაინც მგონია, რომ კაცებს ასეთი თარიღები არ უნდა სჭირდებოდეთ. ჩემთვის ქალის სიმბოლოები სხვა მრავალ რამეში გამოიხატება და 8 მარტში - ყველაზე ნაკლებად.
კარგია, რომ 8 მარტი ქალების დღედ არის დადგენილი, მაგრამ ძვირფასო მამაკაცებო, ყოველი დღე რომ ქალების იყოს, არ შეიძლება?! 8 მარტი ჩემთვის უფრო კონცერტებთან ასოცირდება, რადგან ამ დღეს მუდამ კონცერტი მქონდა.
ნინო ნადირაძე-კუზანოვი - ექიმი და ტელეწამყვანი: 8 მარტს ვერანაირ დღესასწაულად ვერ აღვიქვამ და არც არაფერთან ასოცირდება. ჩემთვის ეს ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მეტი არაფერი. საერთოდ, დღესასწაულების მიმართ გულგრილი ვარ.
8 მარტი ჩემთვის როზა ლუქსემბურგთან, კლარა ცეტკინთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება. არასოდეს მიყვარდა ეს დღესასწაული და არც ახლა მიყვარს.
ზაქარია ქუცნაშვილი - პარლამენტის წევრი: 8 მარტი ჩემთვის ქალბატონებისადმი განსაკუთრებული ყურადღების დღეა. თუმცა მივიჩნევ, რომ ქალბატონებს პატივისცემის გამოხატვა წელიწადის ყველა დღეს ეკუთვნით მამაკაცებისგან. ფაქტია, რომ ეს დღე დამკვიდრებულია, როგორც ქალბატონებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვის დღედ და, აქედან გამომდინარე, ლამაზ დღეს ვუწყობთ ხოლმე მათ. 8 მარტი სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვის ერთი ლამაზი დღეა.„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება